ლევან სურგულაძემ დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და კომიტეტის წევრებს უახლესი სტატისტიკა გააცნო.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ კომიტეტის წევრებმა საპენსიო სააგენტოს დირექტორს შეკითხვები დაუსვეს. სქემაში დარჩენილი დასაქმებულების მონაცემები, სააგენტოს მიერ ჩატარებული საინფორმაციო კამპანია, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული სარგებელი, ინვესტირება, რეფორმის მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, თანხების განთავსება – ეს განხილულ საკითხთა არასრული ჩამონათვალია. ლევან სურგულაძემ ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საპენსიო სააგენტო გეგმის მიხედვით მოქმედებს და შედეგები მოლოდინს აჭარბებს. (R)