გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც არის საკანონდებლო საფუძველი ამ არეულობების. მიღებული უნდა იქნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა.
როგორც ვასაძე აცხადებს, ვერის ბაღიდან აქცია პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს, სადაც სწორედ აღნიშნული მოთხოვნებით გაგრძელდება აქცია.
„გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც არის საკანონდებლო საფუძველი ამ არეულობების. ამაზე გაფრთხილებდით. ხალხის მხარეს უნდა დადგეთ კანონმდებლები და გააქმოთ ეს კანონი. ასევე, მიღებული უნდა იქნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი. რუსებმა რაც მიიღეს, ის არ გვინდა, მარტივი ვერსიააა. ყველგან აიკრძალოს გარყვნილების საჯარო პროპაგანდა. ჩვენ არავის ვუვარდებით სახლებში“-, განაცხადა ვასაძემ.