2017 წლის 9 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ორგანიზებით დაიწყო უვიზო მიმოსვლის რეგიონული საინფორმაციო კამპანია „ევროპა სახლია”.
კამპანიის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, „ღია საზოგადოების ფონდები”, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ლიბერთი ბანკი.
თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი ხელს შეუწყობს „სიდას” მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალების გავრცელებას საქართველოს მასშტაბით თავის სერვის ცენტრებში. მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის თაობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.