ლიბერთი ბანკი ტაქსის მძღოლებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის შექმნილ, შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამას.

ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური პირობებით ისარგებლებენ ის მძღოლები, რომლებსაც A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურთ, მაგრამ მათი ავტომობილის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ლიცენზიის მოთხოვნებს.
ლიბერთის შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებსაც ახალი ავტომობილის შეძენა ან არსებულის განახლება სურთ. (R)



































































