ლონდონში გრენფელდის თაუერის ხანძრის შედეგად პოლიციამ 6 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
„ამ დროისთვის შეგვიძლია დავადასტუროთ,რომ ხანძრის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული. ეს ძალიან ადრეული ეტაპებია და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს“,_აცხადებს პოლიცია.
როგორც ცნობილია, 24 სართულიან შენობას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა.
ამავე თემაზე:
„გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“_ლონდონის მერი
ლონდონში გრენფელის კოშკი იწვის