ლონდონში “გრენფელ თაუერში” გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მაშველებმა შენობიდან 65 ადამანის გამოყვანა შეძლეს.
ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რა გახდა 24 სართულიან შეობაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
როგორც ცნობილია, აღნიშნული შენობა 1974 წელსაა აშენებული, მასში 120 ბინაა განთავსებული.