ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის ფინალში მოგების შემდეგ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს, გუნდის წევრებს, ყველა გულშემატკივარს.
მან რამდენიმე სიტყვა ქართულადაც თქვა და შვილს მიმართა: “ლუკას! ლუკა, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები!“
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სულ რამდენიმე წუთის წინ, მოიგო დოჰას პრესტიჟული ტურნირი და ძლიერი მეტოქეები დაამარცხა, მათ შორის, მეოთხედფინალში ჩოგბურთის მოქმედ ლეგენდას როჯერ ფედერერს მეოთხედფინალში ძლია.