ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაცია ადგილობრივმა სააგენტო “ბელტამ“ გაავრცელა.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ ოპონენტები ახლაც ხიდის აშენებას და თეზისის ჩამოყალიბებას ცდილობენ, რომ ბელორუსიაში მობილიზაცია შესაძლებელია რუსეთის ანალოგიით.
“არ იქნება მობილიზაცია. ჩვენ არ ვაპირებთ მობილიზებას. ეს ტყუილია“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი აუცილებლად უპასუხებს შესაძლო საფრთხეებს და ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობებს. ამ მიზნით რეგულარულად ტარდება სხვადასხვა წვრთნები, მათ შორის სახალხო მილიციის მონაწილეობით, რათა ადამიანებმა იცოდნენ თავიანთი მოვალეობები და ჰქონდეთ საჭირო სამხედრო უნარები.