პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საპენსიო სააგენტოს განცხადებით მიმართეს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რეფორმა დატოვონ. საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მაგდა კოტრიკაძე „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება.
„საპენსიო სააგენტოში დაგროვილ თანხას უკვე დაერიცხა 1 მილიონ ლარზე მეტი – ამჟამად, 750 000 მოქალაქეს აქვს გახსნილი პირადი ანგარიში და 50 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული სქემაში. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მოდიან და საჯაროდ აკეთებენ განცხადებას გასვლაზე. როგორც ჩანს, მათ მათი ელექტორატი და საქართველოს მოსახლეობა ცხვრის ფარა ჰგონიათ. ეს ეტაპი საქართველომ დიდი ხანია, გაიარა და ადამიანებს უნდა მიეცეთ არჩევანის თავისუფლება, დარჩნენ თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში. ყველა მოქალაქე, ვინც კი თუნდაც ერთხელ იყო ევროპაში – თუნდაც, ტურისტის სტატუსით – კარგად იცის, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპენსიო რეფორმას ქვეყნისთვის“, – განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.