https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაღალჩინოსანი, რომელიც შემოსავალს ფულის გასესხებით იღებს

14:04; 26.04.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ბიგანიშვილი  შემოსავლებს ფულის გასესხებით იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსთან“ საუბრისას ის თავად ადასტურებს და ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში თანხები რამდენჯერმე გაასესხა და პროცენტებიც აქვს მიღებული. ჯამში კი, მიღებული სარგებლი 25 341 დოლარი და 2387 ლარია.

ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა განთავსებული და 2017 წლის 21 აპრილს შეავსო, წერია, რომ ბიგანიშვილს ამ დროისთვის, 208 000 დოლარი და 10 000 ლარი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე აქვს გასესხებული, რომელიც ჯერ დაბრუნებული არ აქვს, თუმცა სარგებელი უკვე მიუღია.

 „გურია ნიუსი“ დეტალების დასაზუსტებლად ბიგანიშვილს ტელეფონით დაუკავშირდა. როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, რის საშუალებასაც ქონებრივი დეკლარაციის ფორმატი იძლეოდა, ყველაფერი განმარტებული აქვს.

 „საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიდეს განვმარტავ, რომ აქ არ უნდა აიღოთ ჯამური თანხა, არამედ, თარიღების მიხედვით დააკვირდეს მკითხველი და მიხვდება, რომ სესხი გაცემული მაქვს, შემდეგ ძირი და პროცენტი აღებული და მოგვიანებით ისევ გასესხებული. რაც შეეხება ბანკებიდან აღებულ სესხებს, განვმარტავ, რომ „თი ბი სი ბანკიდან“ მქონდა 2016 წლის 21 ივლისს აღებული 120 ათასი დოლარის სესხი, რომელიც ამავე ბანკიდან, 2016 წლის 17 ნოემბერს აღებული 162 ათას დოლარიანი სესხით გადავფარე. თარიღებს თუ ერთმანეთს დაუკავშირებთ მიხვდებით, რომ ზუსტად იგივე პრინციპია ჩემს მხარესაც, როცა მე გავასესხე ეს თანხები.

თუ ნახავთ, 2016 წლის 1 დეკემბერს გაცემულ თანხას, 208 000 დოლარს, ეს არის ახლა ჩემი ბოლოს გასესხებული თანხა, რომლის ძირიც ჯერჯერობით დაბრუნებული არ მაქვს, ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მიღებული მაქვს 3523 დოლარის მოგება.

ასევე არის 10 000-ლარიანი სესხის შემთხვევაშიც, თანხის ძირი ჯერ არ დამიბრუნებია, მოგება მივიღე 169 ლარი.

ეს არის ახალ-ახალი შეთანხმებები და მთლიანი გადინება-შემოდინება უნდა ჩამეწერა დეკლარაციაში. დეკლარაციაში რა ფორმატიც არის იმ ფორმატით ჩავწერე. ჩემით ხომ ვერ ჩავამატებ რომელიმე გრაფას, რასაც ითხოვდნენ, ის ინფორმაცია შევიყვანე“, _ განმარტავს ბიგანიშვილი და დასძენს, რომ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე თანხები ინდმეწარმეებზე აქვს გასესხებული.

„თანხები მიცემული მაქვს ინდმეწარმისთვის. ეს არ არის ჩემი შპს. ვთქვათ, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ და იღებენ, ამ პრინციპით. ხომ არის კომპანიები რომლებიც სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან. ასე მაქვს თანხები მიცემული“ (სტილი დაცულია, ავტ.), _ ამბობს ბიგანიშვილი.

კითხვაზე _ აქვს თუ არა თანხები გასესხებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე? – გვპასუხობს:

„არა, როგორც იურიდიულ სამართლებრივ პირზე, ისე მაქვს გასესხებული. და რადგან ინდმეწარმე იყო აღარ დავასახელე კონკრეტული პირები, კონფიდენციალური თემაა. არაფრის მთქმელი არ იქნებოდა ეს. ამ თანხების გაცემის ხელშეკრულებები არსებობს, მიღებული თანხები დაბეგრილია და ბიუჯეტში გადახდილი“, _ აღნიშნავს ბიგანიშვილი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დეკლარაციის მიხედვით, 2015-206 წლებში გიორგი ბიგანიშვილმა თანხები 7-ჯერ გაასხვისა. ჯამში კი, თანხების გასხვისებიდან მოგების სახით

კერძოდ, 208000,00-დოლარიანი სესხი ბიგანიშვილს 2016 წლის 1 დეკემბერს აქვს გაცემული (2017 წლის 1 დეკემბრამდე) და შემოსავლის სახით გასულ წელს 3523,50 დოლარი აქვს მიღებული (ძირი თანხა, როგორც თვითონ განმარტავს, დაბრუნებული არ აქვს).

ამავე დღეს, ბიგანიშვილს 10 000,00 – ლარიანი სესხი 2017 წლის 1 დეკემბრამდე გაუცია და შემოსავლის სახით, დეკლარაციაში 169,40 ლარია დაფიქსირებული.

რაც შეეხება 160000,00-დოლარიან სესხს ბიგანიშვილს ასევე სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, 2016 წლის 1 ნოემბერს ერთი თვის ვადით გაუცია და შემოსავლის სახით ჯამში მან 162622,95 დოლარი მიიღო.

ამ სესხის აღებამდე ერთი თვით ადრე, 2016 წლის 1 ოქტომბერს, ისევ ერთი თვის ვადით, გიორგი ბიგანიშვილს სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე 158000,00-დოლარიანი სესხი გაუცია. შემოსავლის და ძირი თანხის დაბრუნებით  160677,00 დოლარი აქვს მიღებული.

 გარდა ამისა, 2016 წლის 1 აპრილს, გიორგი ბიგანიშვილს კიდევ ერთი, 130000,00-დოლარიანი სესხი აქვს გაცემული 2016 წლის 30 სექტემბრამდე. დეკლარაციის თანახმად, მან 144 300 დოლარი დაიბრუნა.

2016 წლის 1 ივლისს გიორგი ბიგანიშვილს კიდევ ერთ, 30000,00-ლარიან სესხზე დაუდია სიტყვიერი შეთანხმება, 2016 წლის 31 ოქტომბრამდე. ოქტომბრის ბოლოს კი მან 32218,00 ლარი აქვს დაბრუნებული.

რაც შეეხება 110000,00-დოლარიან სესხს, ასევე სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მან 2015 წლის 24 აგვისტოდან, 2016 წლის 31 მარტამდე დადო და ჯაში 124652,60 დოლარი აქვს მიღებული.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის იურისტი ნინო მერებაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ გიორგი ბიგანიშვილი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონს არ არღვევს. როგორც მერებაშვილი განმარტავს:

„შეზღუდვა კანონის მიხედვით ეხება ორ საკითხს. საჯარო მოხელეს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

ამ შემთხვევაში არცერთი არ გვაქვს სახეზე, ის არ ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს. უბრალოდ გასცემს კონკრეტულ თანხებს და იღებს კონკრეტულ შემოსავალს. ბუნებრივია, არც სხვა სახაზინო დაწესებულებაში დასაქმებული არ არის. ეს შესაძლოა გავაიგივოთ დივიდენდის ცნებასთან. საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება იყოს დირექტორი ან ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავოს კერძო სამართლის იურიდიულ პირში, თუმცა, აქვს უფლება რომ დივიდენდის სახით იღებდეს შემოსავალს. ანალოგიური შემთხვევაა აქაც“, _ ამბობს მერებაშვილი.  

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი ბიგანიშვილის სახელზე კიდევ სამი საბანკო სესხი იყო. ამ შემთხვევაში ბიგანიშვილი თავად იყო მსესხებელი.

კერძოდ, 162000,00– დოლარიანი საბანკო კრედიტი „თი ბი სი ბანკიდან“ მას 2016 წლის 17 ნოემბერს აქვს აღებული და გასტუმრების ვადა 2031 წლის 3 ნოემბერს ეწურება. სესხის პროცენტის დასაფარად კი გასულ წელს 1487,89 დოლარი გადაუხდია.

ამავე ბანკიდან აჰქონდა აღებული, 120000,00-დოლარიანი საბანკო კრედიტი 2016 წლის 21 ივლისს, თუმცა უკვე გადაუფარავს და ბანკისთვის 122914,31 დოლარი გადაუხდია.

რაც შეეხება 46000,00-დოლარიან საბანკო კრედიტს, გიორგი ბიგანიშვილს ,,ტერა ბანკიდან” 2016 წლის 11 მარტს აუღია და ვადა 2016 წლის 21 ივლისს ამოეწურა. ბანკისთვის კი, ჯამში 47556,59 დოლარი აქვს გადახდილი.

გარდა ამისა, კიდევ ერთი, 25000,00-ლარიანი სესხი გიორგი ბიგანიშვილის მეუღლის, ქეთევან ნადირაძის სახელზეა. ნადირაძეს ის „საქართველოს ბანკიდან“ 2016 წლის 28 სექტემბერს (გასტუმრების ვადა – 2017 წლის 9 სექტემბერი) აუღია და ბანკისთვის გასულ წელს 4698,42 ლარი აქვს გადახდილი.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში კი, 14 საბანკო ანგარიში იყო გახსნილი, აქედან 8 ანგარიშზე თანხა საერთოდ არ ირიცხებოდა.

“თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე მას 826,24 ლარი ჰქონდა; ამავე ბანკის ანაბარზე 804,87 დოლარი; “ლიბერთი ბანკის” ანაბარზე – 2012,38 ლარი; „ტერა ბანკის“ დეპოზიტზე-  3,77 ლარი და 0.70 დოლარი; ხოლო საკრედიტო ანგარიშზე – 174,09 ლარი ერიცხებოდა.

რაც შეეხება ბიგანიშვილის მეუღლეს, ქეთევან ნადირაძეს “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 325,36 ლარი ჰქონდა, დანარჩენი სამი ანგარიში კი ცარიელი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ბიგანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი მისი შემოსავლების შესახებ.

შესაბამისად, არც ის არის აღნიშნული რა თანხა აქვს მიღებული სსიპ-„იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან. ასევე, არაფერია აღნიშნული მისი მეუღლის შემოსავლებისა და სამსახურებრივი პოზიციის შესახებაც.

გიორგი ბიგანიშვილი  წინა წლის შემოსავლებთან დაკავშირებით, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის არ იყო დასაქმებული საჯარო სამსახურში, კერძო სამსახურიდან მიღებული შემოსავლების გასაჯაროების უფლება კი არ აქვს.

„წინა წელს რამოდენიმე ტიპის შემოსავალი მქონდა. კერძო სექტორში ვმუშაობდი. დეკლარაციის შევსების დროს  ყველა ინფორმაცია მივაწოდე საჯარო სამსახურის ბიუროს. კერძო სექტორში მკაცრად გვეკრძალებოდა შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გაცემა, ამიტომ დეკლარაციაში ამის შესახებ არ წერია.

თანამშრომლებს შორისაც კი  არ ხდებოდა შემოსავლებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა“, _ ამბობს ბიგანიშვილი და დასძენს, რომ შარშან ის რამდენიმე  სამსახურში მუშაობდა, მათ შორის: „ტერა ბანკში“, კავკასიის ბიზნეს სკოლაში, სადაც ის ლექციებს კითხულობს, საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ასევე მიწვეული ლექტორია და პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში (ლექტორი).

„ამ ორგანიზაციებში ვმუშაობ არა 2016 წლიდან, არამედ ზოგგან 2 წელია, ზოგგან 6  და ზოგგან 10 წელი“, _ დასძენს ბიგანიშვილი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  სსიპ „იუსტიციის სახლში“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ბიგანიშვილი 2017 წლის 24 თებერვლიდან აპრილამდე მუშაობდა, აპრილიდან კი, მას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა უჭირავს.

რაც შეეხება მის ქონებას, როგორც დეკლარაციაში წერია, გიორგი ბიგანიშვილის საკუთრებაშია, 2010 წელს ნაჩუქარი, 274,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, ხორნაბუჯის ქუჩა #58-ში, ამავე მისამართზე არსებული 514,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და 67,19 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.

97,19 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე,  მას 2013 წელს  76780,10-დოლარად უყიდია.

გიორგი ბიგანიშვილის 100,00%-იან საკუთრებაშია ასევე, 2011 წელს, 15000,00-დოლარად ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა „ვოლცვაგენ ტუარეგი“ (გამოშვების წელი 2004).

დეკლარაციაში ასევე დაფიქსირებულია, რომ გიორგი ბიგანიშვილს გასულ წელს, შვილის, ლიზი ბიგანიშვილი სწავლის საფასური 2000,00 ლარი გადაუხდია.

ამავე დეკლარაციის თანახმად, გიორგი ბიგანიშვილი 1983 წლის 4 აპრილს თბილისში დაიბადა.

სსიპ „იუსტიციის სახლში“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის (ოპერაციების დირექტორი) პოზიციას იკავებს 2017 წლის თებერვლიდან.

იგი კურირებს იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის, ფილიალებისა და  სატელეფონო ცენტრის საქმიანობას.

გიორგი ბიგანიშვილმა 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი აღრიცხვა, კონტროლი, ანალიზისა და აუდიტის მიმართულებით. ამავე წლიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად სწავლა განაგრძო პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში, სადაც გაიარა ACCA-ის სრული პროგრამა (14 წიგნი).

სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე გიორგი ბიგანიშვილის პროფესიული კარიერა კერძო სექტორს უკავშირდება. 2008 – 2016 წლებში იგი ხელმძღვანელობდა სს „კორ-სტანდარტ ბანკში“ ფინანსურ დეპარტამენტს. 2007-2008 წლებში მუშაობდა სს „სტანდარტ ბანკის“ შიდა აუდიტის განყოფილების ფინანსური ანგარიშგების შემოწმების, შეფასების და კონტროლის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.  საბანკო სექტორში მისი საქმიანობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც სს „სტანდარტ ბანკში“ საკრედიტო დეპარტამენტის საკრედიტო მენეჯერის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო მოგვიანებით ამავე ბანკის ფინანსური დეპარტამენტის ფინანსური ანალიტიკოსისა და ბუღალტრის თანამდებობაზე. 2015 წლიდან საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ჩოხატაურში ისევ ძლიერი ქარია _ მოსახლეობა ხელისუფლების დახმარებას ელის

გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების პირველი ექსკლუზიური კადრები

ყველა სიახლე

Sweet child playing with plastic blocks
ზაფრანი

როგორია თქვენი ბავშვი?

10:53; 23.01.2026
ზაფრანი

რომელია თქვენი იღბლიანი კვირის დღე

10:52; 23.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

10:50; 23.01.2026
საზოგადოება

კაცი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

10:15; 23.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

10:12; 23.01.2026
ზაფრანი

ვინ იმყოფება ზეციური ძალების დაცვის ქვეშ 

9:50; 23.01.2026
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო