ქურდობის ფაქტი რუსთავში.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 35 წლამდე მამაკაცმა, ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ კომერციულ ობიექტში შეაღწია, საიდანაც კონდინციონერი და სამუშაო იარაღები მოიპარა.
ფაქტის შესახებ პოლიციისთვის გახდა ცნობილი. ჩატარებული გამოძიების შედეგად ქურდობაში ბრალდებული პირი დადგინდა. სამართალდამცავებმა მისი დაკავება შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
წყარო: inforustavi