მოქალაქე სოსო მაისურაძე წერს, რომ 17 ივნისს გორში “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თავს ის დაესხა
მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი.
ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს..
არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia“, – წერს მაისურაძე.
შეგახსენებთ, დღეს 17 ივნისს გორში “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, “გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სასტუმროში, სადაც სემინარი უნდა გამართულიყო მოძალადე ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
პარტიაში ამბობენ, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო და მათ თბილისიდან აედევნენ.