https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაკა ბურდული, ბრეჟნევი და ჯემალ ჭკუასელის ორიანები…

9:07; 28.07.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილი-მოგონების მთავარი „გმირები“ რეჟისორი მაკა ბურდული და „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი ჯემალ ჭკუასელი იქნებიან.

ალბათ გახსოვთ წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი, როდესაც თბილისში იმდროინდელი საბჭოთა კავსირის პირველი პირი ლეონიდ ბრეჟნევი ჩამობრძანდა. მაკა ბურდულს ამ პიროვნებასთან განსაკუთრებული მოგონება აკავშირებს. გაგიკვირდებათ და „ბიძია ლეონია“ მაშინ მაკას მამის, ბატონი გუჯა ბურდულის მკაცრ შურისძიებას გადაურჩა.

„მეტიჩარა ბავშვი ვიყავი, ბუთხუზა, წითელლოყებიანი. ნათესავებს და ოჯახის მეგობრებს ხშირად უჩნდებოდათ ჩემი კოცნისა და მოფერების სურვილი. რადგან მგრძნობიარე და ნაზი სახის კანი მქონდა, მამაჩემი ოჯახის წევრებსაც უკრძალავდა ჩემს კოცნას და დედაც კი არასოდეს მკოცნიდა მამას თანდასწრებით.

ერთ მშვენიერ დღეს, მზე დასავლეთიდან ამოვიდა – ლეონიდ ბრეჟნევი საქართველოში ჩამობრძანდა. მე პიონერთა სასახლის შემოქმედთა სახელით წავიკითხე ლექსი სახელოვანი სტუმრის პატივსაცემად და ულამაზესი თაიგულიც მივართვი. თავს ვიწონებდი ლამაზი კაბით და „რუშებიანი“ ტრუსიკით.

ბატონმა ბრეჟნევმა მაკოცა, რაც უკომენტაროდ არ დამიტოვებია. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, ამიტომ სტუმარს ვუთხარი მისთვის მშობლიურ ენაზე, ჩემი კოცნისთვის მამაჩემი გაგიბრაზდებათ-მეთქი.

ბრეჟნევს გაეცინა და ერთხელ კიდევ მაკოცა. მე კიდევ დიდხანს მიკვირდა, რატომ აპატია მამაჩემმა ვიღაც ბრეჟნევს მისი სურვილის საწინააღმდეგო საქციელი“.

პოლიტიკურ ლიდერებთან ურთიერთობა პატარა მაკას ბავშვობიდანვე დაებედა. იცით თუ არა, რომ ბურდული და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ.

„მე და ბატონმა პრეზიდენტმა ერთი სკოლა დავამთავრეთ. მე და მიშას ერთნაირი „ხელწერა“ გვქონდა – დიდხანს ვერ ვჩერდებოდით და ერთმანეთს ყოველწუთს ვხვდებოდით ხან დერეფანში, ხან ბუფეტში, ხან პირველ და ხან ბოლო სართულებზე…

როცა წლები გავიდა და მიშა იუსტიციის მინისტრი გახდა, ტელევიზიაში შევხვდით. მე გამოცნაურება არ მიფიქრია, რადგან ხშირად გადიდკაცებას გულმავიწყობაც ახლავს. მიშამ გულთბილად მომიკითხა და მისაყვედურა დავიწყება: „ნუთუ ასე შევიცვალე, რომ არ გამომეცნაურეო“. ვუთხარი – მინისტრი კაცი ხარ, იქნებ, აღარ გახსოვდე-მეთქი. გაიცინა, მინისტრობა სკლეროზის გაჩენას არ ითვალისწინებსო. შენ კი ყველგან იყავი საზამთროს მზესავითო.

მაშინ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა საზამთროს მზე. მერე კი, როცა მულტფილმ „საზამთროში“ მზის სიმღერა მოვისმინე „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“ ჩვენი ცელქი პრეზიდენტი და ჩემი ბავშვობა გამახსენდა.“

მომავალი რეჟისორი გაიზარდა და ამ ცხოვრებამ კიდევ ერთ ქართველ პოლიტიკოსთან დააკავშირა. მაშინ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე სტუდენტი გახლდათ და ახალგაზრდა მაკა ბურდული თბილისის პიონერთა სასახლეში გაიცნო.

„პიონერთა სასახლეში ვმუშაობდი მხატვრული კითხვის მასწავლებლად. თურმე, მშობლები ჩემთვის სარვამარტო საჩუქრის საყიდლად ფულს აგროვებდნენ. მათ რიცხვში შედიოდა პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძეც, რომელიც იმ დროს სტუდენტი იყო.

ქალბატონმა ნინომ გამაფრთხილა – „მაკა, საჩუქრის ყიდვას გიპირებენ, ვიცი, თქვენ ამის გამო თავს უხერხულად იგრძნობთ და მიღებას არ დაუშვებთ, რადგან პიონერთა სასახლეში სწავლა უფასოაო“.

უკვე მორთმეული საჩუქრის უკან დაბრუნება, თანაც ჯგუფისგან, უხერხულად მივიჩნიე. ამიტომ ქალბატონი ნინოს გავლენით გადავწყვიტე წინასწარ აღკვეთა მოსალოდნელი უხერხულობისა. დავიბარე ერთი მშობელი და ვუთხარი: გავიგე, სიურპრიზს მიმზადებთ სარვამარტოდ და გეხვეწებით, გადაიფიქრეთ-მეთქი. ამ ამბავმა მშობლებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იყო ასეთი ვერსიები: მღვდელმა თქვა, დიაკვანს რამე მოართვითო, გვინამიოკებს, რომ პატივისცემა მიიღოსო, ჩვენც პირდაპირ გავიგოთ და არაფრად არ ჩავაგდოთ, რაც არ უნდა ღმერთმა არ მისცესო და ა.შ.

ჩემი კორუფციასთან ბრძოლის მცდელობა კრახით დამთავრდა, რადგან მშობლებმა ჩემს ნათქვამს ფუმფულა კუდები გამოაბეს და რაც მთავარია, ღიმილიანი სალამი პირქუში თავის დაქნევით შეცვალეს.“

მაკა ბურდულის შემდეგ სიტყვას „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს გადავცემთ. გაგიკვირდებათ და მომავალი ხელოვანი სკოლაში გაქანებული ოროსანი ყოფილა.

„მამაჩემი, შერმადინ ჭკუასელი, მომღერალი და ლოტბარი, თავისებურად ფიცხი კაცი გახლდათ. ამავე დროს სამართლიანიც იყო, რაც მის სიფიცხეს, ერთგვარად ანეიტრალებდა. მერვე კლასში „ოროსნული“ გრიპი შემეყარა ფარსაგად. დაიბარეს მამაჩემი სკოლაში, ალბათ ეგონა – წარჩინებული შვილი მყავს, ქების სიგელს აძლევენ და იმიტომ მიბარებენ – ბაღანამ გზაში არ დაკარგოს, პირადად მშობელს მივცეთო. შეგვიყვანა პატივცემულმა დირექტორმა კაბინეტში, გამოუძახა ჩემს რამდენიმე პედაგოგს და დაუდეს მამაჩემს ცხვირწინ, მაგიდაზე ჩემი წლიური „ნაშრომ-ნაგმირალი“ მონაცემები.

– რაია აგი? – მძიმედ იკითხა მამაჩემმა.

– თქვენი შვილის ბრწყინვალე ნიშნებია, ბატონო შერმადინ, მზის სათვალე გოუკეთეთ, თვარა შეიძლება თვალები მოგჭრათ, თავი არ დეიღუპოთო, – ჩაიქირქილა დირექტორმა.

მამაჩემმა გრაფაში ნიშნებს თითი გააყოლა… „ორი, ორი, ორი“, მოკლედ სულ გადაუტეხავთ, ტკიცინა ორიანებია, განსაკუთრებით, დასაწყისში. ერთი სამიანი არ ურევია არომატისთვის. ამ ორიანების სულ ბოლოში თოვლზე ამოსული ვარდივით ბზინავს ობოლი „ხუთიანი“.

– აგი ხუთიანი ამისია, თუ დეესესხა ვინმეს? – არ იჯერებს მამაჩემი.

ყველა ჩვენ გვიყურებს, ელიან, ახლა წამოხტება მამაჩემი, მებდღვნება და ვაი შენს ჯემალს, თან გასაშველებლად ემზადებიან.

მამაჩემი მართლაც ფეხზე წამოხტა და სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს აქტიურად შეუტია.

– დაგასხით თავსლაფი თქვენც და თქვენს სკოლასაც, რაია აგი, მარტო სიმღერაში რო დაგიწერიათ ე ხუთიანი (რა ემღერება ამ ვირს?!), მოსაკლავი თქვენ ხართ თვითონო, სიმღერას ხომ მე სახლში ვასწავლი და თქვენ რაღას ასწავლით, სულ ორებით რომ გაგიბერიათ?! – შეარცხვინა პედაგოგები და წამაჩანჩალა სახლში“.

გავიდა წლები, ბატონ ჯემალს ასაკი მოემატა, ცნობილი ხელოვანი გახდა და ბაბუის საპატიო თანამდებობაც მოირგო.

„თათია მყავს შვილიშვილი, ბაბუს გულის მადლი, ბებოზეა განსაკუთრებით მიწებებული. მხოლოდ ბებოს და ბაბუს შუაში წვება. ერთხელ, როგორც იქნა, დედამისმა (ჩემი რძალი სვანია და ჭკუასელიანს ეძახიან) ბუზღუნ-ბუზღუნით წაიყვანა. გაყვა, მაგრამ წარბები შეკრული აქვს, ხმას არ იღებს.

დაძინების დრო მოვიდა და დედამისი იხდის. თათიამ უთხრა: რას შვრები, როგორ არ გრცხვენია, აქ მამაჩემია. მამაშენი ჩემი მეუღლეაო. მერე რა, კაცია და არ შეიძლება კაცთან ასე მოქცევა – შარზეა თათია. დედამისი უხსნის: ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, ამიტომ დასაშვებიაო. მოიცა, მოიცა, ბებიაჩემი ხომ არ იხდის ბაბუაჩემთან, ისინი ამხანაგები არიან?

ეს მოვუყევი ჩემს მეუღლეს, იმან ამოიოხრა და თქვა: ეჰ, ბებო, ასე გადაეცი დედაშენს და მამაშენს, მაგენიც იქნებიან „ამხანაგებიო“.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025

როგორ „გადაურჩა“ გაძევებას გელა კეტაშვილი

მდინარე ჭოროხში მამაკაცს მე-2 დღეა ეძებენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

სამართალდარღვევები ვეტერინარულ კლინიკებში

14:28; 15.01.2026
საზოგადოება

„სოფელ მერიაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლებად შეიძლება შეფასდეს“

14:18; 15.01.2026
საზოგადოება

სურსათზე ფასების კონტროლი თუ საბაზრო ეკონომიკაში პირდაპირი ჩარევა? გაიაფდება თუ არა პროდუქტი

13:54; 15.01.2026
სამართალი

სამეგრელოში ავარიას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

13:42; 15.01.2026
მსოფლიო

ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

13:15; 15.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

13:07; 15.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

12:37; 15.01.2026
პოლიტიკა

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

12:28; 15.01.2026
სამართალი

“სულ ემუქრებოდა ამ გოგოს… გულში დაარტყა დანა” – სასტიკი მკვლელობა თბილისში

12:18; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

12:06; 15.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ურთიერთობების ხელოვნება

11:46; 15.01.2026
ზაფრანი

„საახალწლო განტვირთვა“

11:42; 15.01.2026
ზაფრანი

ბედის საჩუქარი

11:32; 15.01.2026
ზაფრანი

ახალი წლის შემდგომი დიეტა   

11:30; 15.01.2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო