რუსთავში, მეგობრობის გამზირზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველმა განუცხადა, კაცს, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, მედიკოსებმა 60 წლამდე მამაკაცს რეანიმაციული დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, ლევან მჭედლიძემ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ მათთან შეყვანილი პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო. დამატებით მაინც ჩაუტარდა რეანიმაციული დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
































































