პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის. აღნიშნულის შესახებ ხაზარაძემ facebook-ზე დაწერა.
,,კახა კალაძე ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენი სასამართლოში”, – წერს მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძემ პოსტთან ერთად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კალაძე, ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში“, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიხილ სააკაშვილს აქებდა.
“ლელოს” ლიდერი აღნიშნული პოსტით, კალაძის მიერ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ლელოს” ლიდერებს თბილისის მერმა “ხანდაზმული თაღლითები” და “ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის ხელის ბიჭები” უწოდა.
მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს და არავის არაფერი დავიწყებია
„ყველამ კარგად იცის, ვის რა წარსული აქვს, იმავე „ხანდაზმული თაღლითების“ პარტიის ლიდერები რით იყვნენ დაკავებული. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ლელო“, პირობითად ვიძახი, რაღაც ახალი პარტიაა და ახალი სახეები არიან, ვინ არიან ახალი სახეები? ხაზარაძეა ახალი სახე? ვინ არის ახალი სახე? ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილია ახალი სახე? სამადაშვილია ახალი სახე? ეს რეალურად არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება, ბატონი ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს”, – თქვა კალაძემ.
ავტორი