ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი შესრულების ვადები და ხარისხი განიხილეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.



































































