პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს მამუკა მდინარაძეს ახალი წოდება მიანიჭა – ახლა მდინარაძე “სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება “სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი”, – წერია ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ, 8 აპრილით დათარიღებულ ბრძანებაში.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბრიდან ეს უკვე მე-6 წოდებაა, რომელიც მდინარაძეს მიენიჭა:
2025 წლის 3 სექტემბერი _ სუს-ის ლეიტენანტი;
2025 წლის 23 ოქტომბერი _ სუს-ის უფროსი ლეიტენანტი;
2025 წლის 25 დეკემბერი _ სუს-ის კაპიტანი;
2025 წლის 26 დეკემბერი _ სუს-ის მაიორი;
2026 წლის 9 მარტი _ სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკი.



































































