ამ წუთებში სასტუმრო “რედისონის” ტერიტორიაზე პოლიტიკოსები არიან შეკრებილები და რუსულ დელეგაციას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, დაიჩოქონ და პ[ატყიება ითხოვონ.
ელისაშვილმა მათ მანდატების დატოვებისკენ მოუწოდა.
„დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ. პარლამენტის თავმჯდომარემ აი, ის შეურაცხყოფილი და შებილწული სავარძელი უნდა დატოვოს და ისიც უნდა გადადგეს და მიჰყვეს. რას ჰქვია საზღვარგარეთაა და საქმის კურსში არ იყო. ვინ შეათრია ის კაცი იმ პარლამენტის დარბაზში, ძალიან მაინტერესებს. როგორ მისცეს იქ დაჯდომის უფლება. ეს არის შეფურთხება თითოეული ქართველის. ბოდიშებს კი ნუ იხდიან, არ ვიცოდითო ივანიშვილი და სხვები, ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ, ბოდიშები იხადონ. ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, პირადად, ვინც მოათრევდა ამ კაცს საქართველოში, აი, ყველამ უნდა მანდატები დატოვონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ,” – განაცხადა ელისაშვილმა.