დღეს, 30 სექტემბერს, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „პორშეს“ მარკის ავტომობილი საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიდა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. _ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში ორი პირი იჯდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.