საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
,,მაქსიმალურად გაავრცელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ძვირფასო გოგოებო და ქალბატონებო, შეგახსენებთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), რომელიც ვაქცინით მართვადი დაავადებაა.
უფასო ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის რგოლში – პოლიკლინიკებში.
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოა 10-26 წლის ასაკის გოგოებისთვის.
გაიგე მეტი საშვილოსნოს ყელის კიბოზე”, – წერს ფხაკაძე და ბმულს აზიარებს.