უბერებელი და მომხიბლავი 49 წლის პამელა ანდერსონი ბოლო ხანს “ფლეიბოის” გარეკანზე ისევ გამოჩნდა.
მას არ ჩამორჩა ჟურნალი “ვოგიც”, რომელმაც სუპერვარსკვლავი ფოტოსესიაზე მიიწვია.
ფოტოგრაფ მარიო ტესტინოსთან მისი მუშაობის შედეგი განსაცვიფრებელი გამოდგა, – გადაღებებისას, წითელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ 2 შვილის დედას სახეზე მხოლოდ მინიმალური მაკიაჟი დასჭირდა.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პამელა წამყვანი ჟურნალების გარეკანზე მოხვედრის რაოდენობით რეკორდსმენია – მას თეორიულადაც ვერავინ დაეწევა.