https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პატიმრების პრეტენზიები სამინისტროს – რა წერია „გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ 67-გვერდიან წერილში

14:05; 25.05.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„აი, რა ვქნა ახლა ტკივილები რომ მაქვს, რამეს ვიტყვი ანერვიულებული ხარო და გადამიყვანენს დეესკალაციის ოთახში, მტკივა და ტკივილგამაყუჩებელ ნემსსაც არ მიკეთებენ…“

„ყელი მტკივა, დაჩირქებული მაქვს და ამ წელიწადში ყელ-ყურის ექიმი არ მინახავს. მთელ ტანზე დაყრილი მაქვს, არავის აინტერესებს. ალერგოლოგი თვალით არ მინახავს. ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს. არაერთხელ მოგმართეთ დახმარებისთვის. თუ ექიმი უშედეგოდ მნახავს, თუ ვერანაირ დახმარებას მიწევს, ეს კონსულტაციაა? საბაზისო წამლებიც არა აქვთ“, _ ეს ამონარიდებია პატიმართა 67-გვერდიანი წერილიდან, რომელიც „გურია ნიუსმა“ 2017 წლის 24 მაისს მიიღო.

ბათუმის ციხის სამი პატიმარი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, სახალხო დამცველს, პარლამენტარებს და საზოგადოების წევრებს დახმარებას სთხოვს.

როგორც „გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში პატიმრები კახა მეცხვარიშვილი, ფრიდონ ჯობავა და ელჯან მუსაევი წერს,სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი უფლებები ირღვევა. წერილი, რომელიც 67 ფურცლისგან შედგება, დეტალურადაა მოთხრობილი, თუ რა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები.

კერძოდ, პატიმარი კახა მეცხვარიშვილი წერს, რომ მას ძირითადი პრეტენზიები სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით აქვს; მისი თქმით, არ ეწევა შესაბამისი მკურნალობა.

როგორც მეცხვარიშვილი აღნიშნავს, რამდენიმე ათეული (22-მდე) დაავადება სჭირს, თუმცა არც მედიკამენტებს და არც გამოკვლევებს არ უტარებენ. წერს, რომ რამდენჯერმე დახმარებით მიმართა სამედიცინო დაწესებულების მთავარ ექიმს, თუმცა უშედეგოდ. ყველაზე მწვავე პრობლემად ასახელებს იმას, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ცხვირის ძგიდის ოპერაცია, რაზეც მას თანხმობა ჰქონდა გაცხადებული, თუმცა ექიმმა დოკუმენტაციაში გაუფორმა, რომ თითქოს მეცხვარიშვილმა ოპერაციაზე უარი განაცხადა.

პატიმრის თქმით, მას უკვე რამდენიმე წელია გაუსაძლისად უჭირს სუნთქვა, წერს, რომ აწუხებს გულის, კუჭნაწლავის და სხვა პრობლემები.

„გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილს თან ერთვის ექიმის მიერ შევსებული დოკუმენტები (რა დახმარება როდის გაეწია მას), რომელზეც მეცხვარიშვილის მიერ მიწერილია, რომ ექიმები ტყუილებს წერენ.

„ცოცხალს მკლავენ. არანაირი უარი არ მითქვია ცხვირის ოპერაციაზე. ან როგორ უნდა ვთქვა, ცხვირიდან ვერ ვსუნთქავ, პირით ვსუნთქავ და წლებია სულ ქრონიკულად გამწვავებული ფარინგიტი მაქვს … დამისვეს დიაგნოზი „დაუზუსტებელი გამწვავებული ნაწლავის სინდრომი“. სამი თვეა კოლონისკოპიურ კვლევაზე ვარ დარეგისტრირებული. ე.ი არ გამოიღო შედეგი და გამომწერეს. „დაუზუსტებელი გამწვავებული ნაწლავის სინდრომით“ სამი თვე საავადმყოფოში ვერ დამიდგინეს და #3 დაწესებულებაში ვინ უნდა მომხედოს, მორიგე ექიმმა?

… აპრილამდე ჩანაწერები აქვთ გაკეთებული, თითქოს ყოველდღე წნევას და სიცხეს მიზომავდნენ, არცერთ ჩემს ექიმს ჩემთვის სიცხე არ გაუსინჯია და წნევა ალბათ სამჯერ, როცა ჩემი მოთხოვნით გავისინჯე. ე.ი ტყუილია ჩანაწერებში“ მე-3 დაწესებულებაში იმყოფებოდა ფსიქიატრი ს. ც.( „გურია ნიუსი“ სპეციალურად არ წერს ექიმების ვინაობას) , 25 აპრილს შემომითვალა, ახლა ვერ გნახავ, მაისში გნახავო, 5 მაისს შემახვედრეს, კონსულტაციის დროს ორჯერ გავიდა მთავარ ექიმთან, არც გავუსინჯივარ, არაფერი დამინიშნა, ვთხოვე ნევრალგია მაქვს, კისრიდან დაწყებული, ხერხემალი  და ფეხები, სახსრები მტკივა-მეთქი, არ დაგინიშნავ, სადაც გინდა მიჩივლე, აგერ ჩავწერ ტკივილები არ აქვსო და ჩაწერა რჩევა-დარიგება – მძიმე არ აწიოვო. არადა, ფორმა100-ში მიწერია რომ ნევრალგია მე-18 დაწესებულებიდან მომყვა. მაგრამ აქ ადამიანად არ მთვლიან. გენინსპექცია ხელს აფარებს. ეს ნევროლოგი ვ.ზ. არის ის ადამიანი, ვინც არის გამომწვევი, არა მარტო მე, არამედ ბევრი პატიმარი გამოიწვია და დეესკალაციის საკანში მოათავსეს… აი, რა ვქნა ახლა ტკივილები რომ მაქვს, რამეს ვიტყვი ანერვიულებული ხარო და გადამიყვანენს დეესკალაციის ოთახში, მტკივა და ტკივილგამაყუჩებელ ნემსსაც არ მიკეთებენ“ (სტილი დაცულია. ავტ.,) _ წერს მეცხვარიშვილი ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში.

მეცხვარიშვილი ითხოვს რომ რეაგირება არა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციამ, არამედ პროკურატურამ მოახდინოს. ცნობისთვის, ეს კახა მეცხვარიშვილის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი პირველი წერილი არ არის. “გურია ნიუსმა” აღნიშნული პატიმრისგან წერილი 2016 წლის 19 იანვარსაც მიიღო. მეცხვარიშვილი მაშინ წერდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან კი, შესაბამისი ყურადღება არ ექცევა.

კიდევ ერთი პატიმრის, ფრიდონ  ჯობავას პრეტენზიები ასევე სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება. პატიმარი წერს, რომ დაწესებულებაში არ არის მედიკამენტები, რაც მას სამკურნალოდ სჭირდება. პრეტენზიები აქვს კონკრეტული ექიმების მიმართ.

„ყელი მტკივა, დაჩირქებული მაქვს და ამ წელიწადში ყელ-ყურის ექიმი არ მინახავს. მთელ ტანზე დაყრილი მაქვს, არავის აინტერესებს. ალერგოლოგი თვალით არ მინახავს. ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს. არაერთხელ მოგმართეთ დახმარებისთვის. თუ ექიმი უშედეგოდ მნახავს, თუ ვერანაირ დახმარებას მიწევს, ეს კონსულტაციაა? საბაზისო წამლებიც არა აქვთ“(სტილი დაცულია. ავტ.,), _ წერს ჯობავა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ელჯან მუსაევს, როგორც ის ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში წერს, აზერბაიჯანის მოქალაქეა, არ იცის ქართული ენა. დიდი ხანია ითხოვს თარჯიმანს და ადვოკატს, თუმცა ამ მომსახურებას ვერ იღებს.

„გურია ნიუსი“ ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული თანაბრად უზრუნველყოფილია სრული სამედიცინო სერვისით ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, „პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთათვის/ბრალდებულთათვის უზრუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის 24 საათიანი ხელმისაწვდომობა, მათ შორის უქმე და დასვენების დღეებში. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო – გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხდება დაუყოვნებლივ, ხოლო გეგმიური და განმეორებითი ვიზიტები იგეგმება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მედპერსონალის მიერ კონკრეტული სამედიცინო საჭიროების შესაბამისად. „ასევე, დაწესებულებებს ემსახურება სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტები და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები, რომლის მიზანი დაავადებების პრევენცია, მათი ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობაა. სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის ფარგლებში პენიტენციურ ჯანდაცვას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. ამ კუთხით, ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პრეტენზიები N3 დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, აბსულუტურად უსაფუძვლოა, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მიმდინარე წლის 25 მაისის მონაცემებით, N3 პენიტენციური დაწესებულების აფთიაქში ხელმისაწვდომია 300-მდე სხვადასხვა დასახელების, სხვადასხვა მოქმედების მედიკამენტი. ხელმისაწვდომია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და ანტიბაქტერიული საშუალებები, ანალგეზიური, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი, ჰიპოგლიკემიური, ანტიეპილეფსიური, შარდსასქესო და კუჭნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ალერგიის საწინააღმდეგო და ანაფილაქსიის დროს გამოსაყენებელი, მენტალური და ქცევითი დარღვევის დროს გამოსაყენებელი, სასუნთქ სისტემაზე მოქმედი, ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები, ჰორმონები და სხვა ენდოკრინული საშუალებები, საიფუზიო ხსნარები, ვიტამინები და მინერალები, დერმატოლოგიური და ანტისეპტიკური საშუალებები. მედიკამენტის გაცემა ხდება შესაბამისი პროფილის ექიმ-სპეციალისტთა დანიშნულების შესაბამისად, პენიტენციური ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მედიკამენტი, რომელიც არ შედის ზემოაღნიშნულ ნუსხაში, დაწესებულების მედპერსონალის მოთხოვნის საფუზველზე, ინდივიდუალურად ხდება დანიშნული სამკურნალო საშუალების შეძენა“, _ აღნიშნავენ უწყებაში.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, როგორც „გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, N3 პენიტენციურ დაწესებულებას ემსახურება 5 ექიმი, 5 ექთანი, სტომატოლოგი, ტუბერკულოზის სკრინინგზე პასუხისმგებელი ექთანი და საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტები – ნევროლოგი, ფსიქიატრი, ორთოპედ-სტომატოლოგი, რადიოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი.

„ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ხდება პატიმრის რეფერალი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა და ელექტროკარდიოგრაფია. მედპერსონალის რაოდენობა, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების რაოდენობის გათვალისწინებით, სრულიად საკმარისია.

ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დეტალური ინფორმაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის, დიაგნოზებისა და მისთვის ჩატარებული კონკრეტული მკურნალობის შესახებ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირებული თანხმობის გარეშე“, _ აღნიშნულია უწყების მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში.

რაც შეეხება კონკრეტული პატიმრების პრეტენზიებს, როგორც უწყებაში ამბობენ, მსჯავრდებული კ.მ-ს, რომელსაც პრეტენზიები აქვს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, სასჯელის მოხდის პერიოდში მრავალჯერ გაეწია სამედიცინო მომსახურება, რაც საჭიროებიდან გამომდინარე, მოიცავს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციებს, კლინიკო-ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, სპეციალისტთა რეკომენდაციის შესაბამისად მედიკამენტოზურ მკურნალობას და ა.შ., როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ამასთან, კ.მ. პერიოდულად, თავად აცხადებს უარს რეკომენდებულ მკურნალობაზე.

„მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ჩივილების გამო, 77-ჯერ არის კონსულტირებული პირველადი ჯანდაცვის ექიმისა და დაწესებულების მორიგე პერსონალის, 14-ჯერ ფსიქიატრის, 10-ჯერ ნევროლოგის, 7-ჯერ უროლოგის, 3-ჯერ ოფთალმოლოგისა და ოტორინოლარინგოლოგის, ასევე, კარდიოლოგის, რევმატოლოგის და სხვა პროფილის ექიმების მიერ. ასევე, სხვადასხვა დროს, მსჯავრდებული კ.მ კონსულტირებულია ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ფთიზიატრის, რევმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, პროქტოლოგის, ალერგოლოგის, ქირურგის, ნევროლოგის, ფსიქიატრის, სტომატოლოგის და სხვა პროფილის ექიმების მიერ. რეკომენდაციისამებრ ჩატარებული აქვს რენტგენოლოგიური და ულტრასონოგრაფიული გამოკვლევები, ტომოგრაფია, ელექტრონეირომიოგრაფია და სხვადასხვა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა. 2017 წლის 18 იანვარს მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც 20.04.2017 წლამდე იმყოფებოდა და ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები და მკურნალობა ჩაუტარდა. რაც შეეხება ოტორინოლარინგოლოგის დანიშნულებას, მსჯავრდებულს ჩატარებული აქვს მკურნალობა ფარინგიტის გამწვავების გამო. ამასთან, 2017 წლის 19 აპრილს მან თავად განაცხადა უარი ცხვირის ძგიდის გამრუდების ოპერაციულ მკურნალობაზე, რაც შესაბამისი აქტითაც დასტურდება. ამ ეტაპზე, მსჯავდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მომდევნო კვირაში კვლავ დაგეგმილია ერთ-ერთი პროფილის ექიმის მიერ მისთვის კონკრეტული სახის გამოკვლევის ჩატარება და ასევე, ოტორინოლარინგოლოგის რეკომენდაციით გეგმიური ოპერაცია ცხვირის ძგიდის რეზექცია, რაც მსჯავრდებულის თანხმობის შემთვევაში, უზრუნველყოფილი იქნება. ის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მომავალშიც საჭიროებისამებრ გაეწევა სამედიცინო მომსახურეობა“, _ აღნიშნულია სამინისტროს წერილში.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ფ.ჯ-ს, უწყებაში განმარტავენ, რომ სხვა მსჯავრდებულების ანალოგიურად, სასჯელის მოხდის პერიოდში ისიც მრავალჯერ არის კონსულტირებული სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ, მათ შორის მხოლოდ 2016 წელს 30-მდე კონსულტაცია ჩაუტარდა ნევროლოგის, ფსიქიატრის, ნეიროქირურგის, ოკულისტის, ალერგოლოგის, ოტოლარინგოლოგის, რევმატოლოგის, ნევროპათოლოგის და სხვა პროფილის ექიმთა მიერ. „ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა. დაენიშნა და გაეწია შესაბამისი მკურნალობა. უზრუნველყოფილია საჭირო მედიკამენტებითაც. მედიკამენტის გაცემა ხდება შესაბამისი პროფილის ექიმ-სპეციალისტთა დანიშნულების შესაბამისად. 12.04.2017 წელს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ოპერაციული მკურნალობაც ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია უგრძელდება მკურნალობა დანიშნულებისამებრ. იმყოფება მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დახმარება კვლავ გაეწევა“, _ აცხადებენ სამინისტროში.

მსჯავრდებულ ე.მ.-ს პრეტენზიასთან დაკავშირებით თარჯიმნისა და ადვოკატის მომსახურების შესახებ კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის თარჯიმნით მომსახურება შეუფერხებლად უზრუნველყოფილია სამინისტროს მიერ შესაბამის სათარჯიმნო ბიუროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

„ამასთან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონმდებლობა არ ავალდებულებს პენიტენციურ დაწესებულებას დაუქირაოს ადვოკატი მსჯავრდებულს, აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულმა თავად უნდა მიმართოს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს ან კერძო საადვოკატო კომპანიას. ე.მ.-მ უკვე არაერთხელ ისარგებლა როგორც თარჯიმნის მომსახურებით, ასევე, არაერთხელ გაეწია იურიდიული მომსახურება იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის მიერ, რომელსაც შეუძლია მომავალშიც მიმართოს“, _ ნათქვამია „გურია ნიუსისთვის“ სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ჰოლანდიას მომავალში საფრთხე ემუქრება

"ფეისბუქის" სამომავლო გეგმები

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო