ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრმა, წარმატებულმა მეურნემ შოთა მახარაძემ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ყუათიანი საკვები მცენარე, მარალფალფა გააშენა და საუცხოო შედგი მიიღო.
_ეს მცენარე უხვად შეიცავს პროტეინს და საუკეთესო საკვებია პირუტყვისთვის, განსაკუთრებით მეწველისთვის. ნერგები თურქეთში ვიყიდე. ისე ინფორმაციას ინტერნეტში გავეცანი, – გვიამბობს შოთა მახარაძე. მას უკვე თავად გამოჰყავს ნერგები დაკალმების გზით და ამ კუთხით მცირე ბიზნესიც დაიწყო.
დიდია მეცხოველ ფერმერთა დაინტერესება, რომლებიც სოციალურ ქსელში იმედგაცრუებასაც კი გამოთქვამენ, რომ საქართველოში ვერ გაახარეს ეს მცენარე ან მოლოდინმა ნაკლებად გაუმართლათ.
თუ როგორ მოახერხა მარალფალფას გაშენება შოთა მახარაძემ და ახლა ნერგებიც გამოჰყავს და ყიდის, ამის შესახებ მალე ვრცლად გიამბობთ, ამ წარმატებულ ფერმერთან ერთად.
ავტორი