კერძოდ, როგორც გეგმაში ვკითხულობთ, მსგავსი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ არასრულწლოვანი კანდიდატებისთვის, არამედ რიგ შემთხვევაში 18 წელს მიღწეული პირებისთვისაც.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გეგმის თანახმად, მთავრობა აპირებს, ქვეყანაში მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებისთვის და ინსტრუქტორებისთვის სერტიფიცირების მოთხოვნების განსაზღვრასა და დანერგვასა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრების რეგულირების მსგავსად, განისაზღვრება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებათა სავალდებულო სტატუსის მინიჭების და ინსტრუქტორთა სერტიფიცირების მოთხოვნები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, საკვალიფიკაციო და ორგანიზაციული კრიტერიუმები,“ – ნათქვამია მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.
რაც შეეხება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, საგზაო უსაფრთხოების გეგმის მიხედვით, ეს მოთხოვნა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ არასრულწლოვანი კანდიდატებისთვის, არამედ ასევე 18 წელს მიღწეული პირებისთვისაც B კატეგორიის, B1 და A1 ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებად.
როგორც ცნობილია, B კატეგორია მოიცავს მსუბუქ ავტომობილებს, B1 – მოტორიზებულ ტრიციკლსა და კვადროციკლს, ხოლო A1 კატეგორია – მსუბუქ მოტოციკლებს (მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 კუბურ სმ-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს).



































































