“მთავარის” ინფორმაციით, თელავის სოფელ აკურაში სოკოთი 3 ადამიანი მოიწამლა, ერთ-ერთი მათგანი, 70 წლამდე კაცი გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


































































