მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ლანჩხუთელმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ მოიპოვა. ხუთი ფინალისტიდან გამარჯვებული დღეს გამოვლინდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებელ კონკურსში, რომელიც კოალიცია განათლება ყველასთვის – საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, თავიდან 114 მასწავლებელი ჩაერთო.