https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მაცივარში დადებული ყველი მოგინდა?!” _ ანტისანიტარია ოზურგეთის ბაზარში

6:11; 23.11.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცოტა ხნის წინ, “გურია ნიუსი” ოზურგეთის ბაზარში (შპს “სოფლის ნობათი”) ანტისანიტარიის, მალფუჭებადი პროდუქტების ღია ცის ქვეშ გასაყიდად გამოტანისა და მიუსაფარი ძაღლების ასეთ ობიექტებში მომრავლების შესახებ წერდა.

თუმცა, მას შემდეგ პრობლემები არათუ მოგვარდა, პირიქით, რძის ნაწარმი, ნედლი თევზი თუ სხვადასხვა სანელებლები, ღია ცის ქვეშ, მაცივრის და კონტეინერის გარეშე კი, პირდაპირ დახლზე დადებული იყიდება. რაც შეეხება ახლად შემოსული თევზის (“ქაფშია)” გაყიდვას თვით ქალაქის ცენტრალურ ნაწილებშიც კი, როცა ბუზები პირდაპირ ეხვევა პროდუქტს, ყოვლად მოუთმენელია.

_ “ხამსას” ვყიდი, რა მოხდა?! აგერ, უკვე ამოვათავე გაყიდვა, მოვრეცხავ ამ გობს და “ვსიო”, _ გვითხრა ქალბატონმა, რომელიც ბაზრის ცენტრალურ ნაწილში თევზს ყიდდა, თასი მართლაც გარეცხა და პირდაპირ, იქვე ასფალტზე, ცხაურში ჩაუშვა ნარეცხი წყალი.

 “ხამსას სეზონი”, როგორც აქ ეძახიან, ახალდაწყებულია და მატულობს სხვადასხვა დახლზე გამოტანილი თევზის გროვები, რომელსაც ნოემბრის უჩვეულოდ თბილ დღეებში ბუზები ეხვევა და შენიშვნაზე ზოგი გამყიდველი ამბობს, რომ არა უშავს, მწერი ისევ გაფრინდება:

_ რა უჭირს, თუ დააფრინდა?! კი გაფრინდება. ეს მწვანე ბუზი ხომ არ არის _ პატარა კრაზანებია, _ გვითხრეს მათ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრსა და ბაზარში რვა ადგილზე დავთვალეთ ე. წ. “ხამსათი” მოვაჭრეები, რომელთაგან არც ერთს სინანული არ გამოუთქვამს, თუ რატომ ყიდნენ ასე უპასუხისმგებლოდ, სრულ ანტისანიტარიულ გარემოში თევზს. უმეტესობა აქეთ შემოგვწყრა, რამდენიმემ კი ისე გაჩუმება ამჯობინა, თითქოს არც ესმოდათ, რას ვეკითხებოდით.

რაც შეეხება ყველს და ზოგადად, რძის ნაწარმს, ამ კუთხითაც სრული ქაოსია. მართალია, ბაზარში მაცივრები დადგეს, მაგრამ შიგ ყველს ნაკლებად ნახავთ. რძის ნაწარმი ისევ დახლებზე ან პირდაპირ მიწაზე დგას ვედროთი და ისე ყიდიან. კითხვაზე, რატომ აქვთ მაცივარი ცარიელი, რომელიც რძის ნაწარმის მოსათავსებლად და შესანახად დაუდგეს და მაინც დახლზე, ღია სივრცეში ათავსებენ ყველს თუ ნადუღს, მოვაჭრეები ბრაზობენ:

_ რა იყო, მაცივარში დადებული ყველი მოგინდა? რა უნდა ახლა მაცივარში ყველს? ნოემბერია, აწი ზამთარი მოვა. გაქვავებული და გაყინული გინდა ჭამო?! _ გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

ოზურგეთის ბაზარში, ასევე, თავღია, პირდაპირ პოლიეთილენის პარკებში მოთავსებულია სხვადასხვა სანელებლები, ყველა ღია ჭურჭლით ან, როგორც ვთქვით, პარკებით. დღის განმავლობაში მტვერი, რაც ხალხის უწყვეტი მოძრაობისას უფრო მეტია, მით უფრო ბაზარში, სადაც ძაღლიც იმდენია, ყოველ გავლაზე ფეხებში წამოგედება, ადვილი წარმოსადგენია, რა დოზითაა დაბინძურებული სანელებლები, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი მიირთმევს.

ბაზრის მთელ ტერიტორიაზე ყოველდღე უამრავი ძაღლი ირევა, რის გამოც პროდუქტის, მწვანილეულის თუ ხილის დაბინძურების ღია საფრთხე სახეზეა.

_ დღე არ გავა, ძაღლმა პროდუქტით სავსე ყუთზე არ მიაშარდოს, ან ამა თუ იმ პროდუქტს პირი არ სტაცოს, ან არ დაყნოსოს, _ ამბობენ ბაზარში.

საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა ნაგვის გატანის მხრივაც _ არა ერთ ადგილზე ერთად ყრია ქაღალდის ყუთები თუ სხვადასხვა ნარჩენები, რომელიც ბაზრის გარეთ გააქვთ. შიდა ტერიტორიაზე კი, დასუფთავების სამსახური ნაგვის ურნებს არ დგამს იმ მოტივით, რომ ბაზრის დირექცია შესაბამის გადასახადს არ იხდის.

_ მე ნაგავს ვეზიდები, ქაღალდის ყუთებს ვუტოვებ ფრინველების გამყიდველ ქალებს. სცივათ და ცეცხლი ხომ უნდა დაანთონ?! დანარჩენს ბაზრის გარეთ ვყრით ურნებში. აბა, აქ ურნები არ დგას. ადრე დეზინფექცია უკეთდებოდა, ახლა საშინელი სუნია, _ პრეტენზიებით აქეთ შემოგვაგება აქ მომუშავე ზაზა ჟორჟოლიანმა.

ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსი თენგიზ ქუტიძე ბაზარში არსებული მდგომარეობის შესახებ, ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ ოზურგეთის ბაზარი კერძო ორგანიზაციაა. მე მათ ავუკრძალე ურნებში ფრინველების და ცხოველების დაკვლა-გასუფთავების შემდეგ გამოტანილი ნარჩენების ჩაყრა. დეზინფექციას ყოველთვის ვაკეთებთ. ჩვენ მიმართ სათქმელი არაფერი აქვთ, _ გვითხრა მან.

ბაზრის გარეთ “ხამსას” გაყიდვის თაობაზე, რომელიც სხვადასხვა მწვანილეულის გვერდით აქვთ მოთავსებული, მივმართეთ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, შუქრი გაბრიჩიძეს:

_ მე როცა ვნახულობ ასეთ ფაქტებს, მოვუწოდებ მათ, რომ თევზი შეიტანონ ბაზარში და იქ გაყიდონ. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები სულ აფრთხილებენ. ახლაც გავგზავნი, რომ გადაამოწმონ, _ გვითხრა მან.

შპს “სოფლის ნობათის” დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან ამ ზაფხულს გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავად დაწერა განცხადება, ავადმყოფობის გამო. მოვალეობას კი, როგორც არაერთხელ გვითხრეს, სოსო სიხარულიძე ასრულებს. თავად სიხარულიძემ ორიოდე კვირის წინ დაგვიდასტურა, რომ ჯერ არ დანიშნულა და მოვალეობას ასრულებს.

ამჯერად ჩვენ ის ადგილზე ვერ ვნახეთ, დირექციის თანამშრომელი, მენეჯერი ნატო დანელია კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სოსო სიხარულიძე აგვისტოშივე დაინიშნა შპს “სოფლის ნობათის” დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც ახლა არ იმყოფება ადგილზე და მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გადასცემს.

კითხვაზე _ რატომ მატულობს ანტისანიტარია, რატომ თავნებობენ გამყიდველები, დირექციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველაფერს მიხედავენ(?!).

სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი მანანა ერქომაიშვილი ბაზარში არსებული მდგომარეობის გამო ამბობს, რომ არა ერთხელ გააფრთხილა დირექცია, ასევე, იქ მომუშავეებიც, რომ არ მომხდარიყო მალფუჭებადი პროდუქტის მაცივრის გარეთ გამოტანა, გარდა გაყიდვის პროცესისა. ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ თევზი არ გაყიდულიყო მაცივრის გარეშე და ღია ცის ქვეშ, მით უფრო, ასეთ თბილ დღეებში.

_ არა ერთხელ მყავს გაფრთხილებული ყველა, რომ სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდებიან. ქალაქის ტერიტორიაზე რაც იყიდება, ჩვენ არ გვეხება. ასევე, ძალზე ჭირს თვით მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, რომ ასეთ გარემოში არ იყიდოს სხვადასხვა სახის პროდუქტი, რძის ნაწარმი თუ თევზეული, ასევე, სანელებლები. თუმცა, ამის მიღწევა გაჭირდა. მე თვითონ ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული, რომ აქ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა, რაკი ასეა, უფრო მკაცრად მივუდგებით საკითხს, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.

“გურია ნიუსი” თვალს მიადევნებს ოზურგეთის ბაზარში არსებულ მძიმე სურათს, რაც ანტისანიტარიასა და მალფუჭებადი პროდუქტების უპასუხისმგებლო გაყიდვაში გამოიხატება და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რა ღონისძიება გატარდება მდგომარეობის გამოსასწორებლად.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ადგილობრივი ბიუჯეტი განხილვის სტადიაში უცვლელი პრიორიტეტებით

თამარ ჩერგოლეიშვილი: "რევოლუცია არ მინდა, სისტემას ვანჯღრევ, რომ დათმობაზე წამოვიყვანო"

ყველა სიახლე

საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19.01.2026
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს

22:16; 19.01.2026
მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

21:54; 19.01.2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19.01.2026
მსოფლიო

რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

20:56; 19.01.2026
მსოფლიო

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

20:49; 19.01.2026
პოლიტიკა

შეწყალების აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა

20:02; 19.01.2026
პოლიტიკა

დოჟდის ჟურნალისტს ასამართლებენ სიტყვებისთვის: “საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”

19:35; 19.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

18:52; 19.01.2026
საზოგადოება

ხე მოტყდა და გაჩერებას დაეცა

16:58; 19.01.2026
საზოგადოება

კახა კალაძე: სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწვეტ რეჟიმში გრძელდება

16:38; 19.01.2026
საზოგადოება

ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

16:27; 19.01.2026
საზოგადოება

მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ – მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ

15:50; 19.01.2026
პოლიტიკა

გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების შეწყალებას ელოდებიან

15:22; 19.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

14:56; 19.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო