დილის ყავა ენერგიით გვმუხტავს, თუმცა მისი რაოდენობა აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ. დღეში 2 ჭიქა სავსებით საკმარისია.
საუზმის შემდეგ წახემსება ყველაზე ცუდი ჩვევაა, რომლისგანაც გადაჩვევა რთულია. ის ეხება ყველას, ვინც საკუთარ თავს აძლევს უფლებას, მიირთვას ზეფირი, ან შოკოლადი საუზმის შემდეგ, განსაკუთრებით ტელევიზორის ეკრანის წინ.
კვლევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანები რომლებიც დილით არ საუზმობენ, მთელი დღის განმავლობაში ცუდად იკვებებიან მათთან შედარებით, ვინც დილით ჯანსაღ პროდუქტს ღებულობს.
წახემსება ლანჩის შემდეგ ბევრს უნდება, მაგრამ აუცილებელია დაიცადოთ რამდენიმე საათი საკვების მიღებიდან, შემდეგ კი ნაკლებკალორიული საკვებით დაიკმაყოფილოთ თავი.
თავის ტკივილის, დაღლილობის, სისუსტის და მუცლის გაბერვის ერთ-ერთი მიზეზი წყლის ნაკლებლობაა. მიიღეთ 6-8 ჭიქამდე სუფთა წყალი დღეში და ნელ-ნელა ეს ჩვევაში გადაგივათ.

































































