მედიის განვითარების ფონდის – MDF-ის კონკურსში “რეგიონულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება” გამარჯვებულები ცნობილია.
კონკურსის პირველი და მეორე ადგილი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებს ერგოთ.
კერძოდ, I ადგილი “გურიანიუსის” ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ მოიპოვა, მასალისთვის “მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ”.
ხოლო II ადგილი “გურიანიუსის” ჟურნალისტმა თამთა კაკაურიძემ _ მასალისთვის “არაერთხელ ნასამართლევი ოქროს მოწმეები, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან“.
“რეგიონულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების” III ადგილი გაზეთ “ჩემი ხარაგაულის ჟურნალისტს, ნინო კაპანაძეს ერგო სტატიისთვის – “დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით”.
რაც შეეხეა სპეციალურ პრიზებს, კონკურსში “რეგიონულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება” მონაწილეობისთვის გადაეცათ ლიბერალის ჟურნალისტს მანონ ბოკუჩავას, ეკოფაქტის ჟურნალისტს ოლიკო ცისკარიშვილს, PS-ის ჟურნალისტებს ნატო გუბელაძესა და მეგი კაკაბაძეს და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს თეონა ბაკურაძეს.
პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება.