ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ.
როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსთან” აცხადებენ, ბიჭი, სავარაუდოდ, პირუტყვს მწყემსავდა და მდინარეში გადავარდა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ადიდებულია, სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
უბედური შემთხვევა სოფელ დარჩელში გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.