ცოტა ხნის წინ, მძიმე ავარია მოხდა სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე.
ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეასკდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.