ჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ასაკოვანი მამაკაცია და ის ამაღლებაში ცხოვრობდა.
„ლოგინად ჩავარდნილი იყო. კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო. ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს“,_ გვითხრეს ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ “მედალფას” დირექტორი ანტონ ხუნდაძე, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ პაციენტს თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და კლინიკაში შეყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
„ქრონიკული თირკმლის უკმარისობა ჰქონდა. პაციენტი შემოიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ და მეორე დღეს გარდაიცვალა. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, თირკმელი არ მუშაობდა“,_ გვითხრა ანტონ ხუნდაძემ.
შეგახსენებთ,რომ ჩოხატაურის კლინიკა „მედალფა“ გახდა ე.წ. ჰიბრიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა პაციენტებთან ერთად კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვისაც გამოიყო საწოლები.