ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს – ამის შესახებ განცხადება მან თავად გააკეთა. როგორც ის ამბობს, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
“რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქის და მესამე პრეზიდენტის მიმართ…
არ მაინტერესებს რას იზამს ქართული ოცნება, რის საშუალებას მომცემს და რის არა, ჩემს ქვეყანაში საშუალებებს და უფლებებს ვიქმნი მე. ამიტომ მე ვარ აქ და ვიწყებ შიმშილობას”. – ამბობს ხოშტარია
მისივე თქმით, შიმშილობა უკვე დაწყებული აქვს, დილიდან საკვები არ მიუღია და ამის შემდეგ მიიღებს მხოლოდ წყალს.
ხოშტარიას თქმით, კანონით არ აქვსთ მისი გაძევების უფლება, თუმცა არ გამორიცხავს არაფერს.