BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის სასაზღვრო ქალაქ პარაჩინარში მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, ხოლო 70-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.
გავრცელებული ცნობით, დანაღმული ავტომობილი მეჩეთთან მაშინ აფეთქდა, როცა ხალხი სალოცავად იკრიბებოდა.
მაუწყებლის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა, მომხდარი თავდასხმა დაგმო.
„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ტერორიზმის აღმოსაფხვრელად“,_ განაცხადა პრემიერმა.
ამავე თემაზე: