“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, პარლამენტთან მყოფი პოლიციელები, სადაც მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, აგრესიით გამორჩევიან.
მედიაჩეკერის ცნობით, როგორც მინდია გაბაძე წერს, ნიღბიანმა პოლიციელმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს იძალადა “პუბლიკას” ფოტოგრაფზე, ნათია ლევერაშვილი.
პოლიციელებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელი შეუშალეს news.on.ge-ის მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს ტროტუარს ძალის გამოყენებით ატოვებინებდნენ, რა დროსაც ხაბეიშვილს პოლიციელებმა ხელი კრეს და ძირს დააგდეს.































































