“მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და მაიკო ბოკერიას დაკავებას ეხმაურება:
„ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კარიერის მდუმარედ გაგრძელებას მისი მხილება და წინააღმდეგობა არჩია. მისი უწყვეტი პროტესტი, მზია ამაღლობელისადმი მისი თანმიმდევრული მხარდაჭერა სოლიდარობის მაგალითი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. თავისუფლება უკანონოდ და უსამართლოდ დაკავებულ ჟურნალისტებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“
ინფორმაციისთვის, დღეს დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე ჟურნალისტი მაიკო ბოკერია.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved



































































