“მეგობრებო,
აცანადან გავჭერით გზა(საქართველოს ოფ-როუდერთა ასოციაცია)
და ხვალიდან მაღალი გამავლობის მანქანებით შესაძლებელი იქნება აცანადან მამათში გადმოსვლა.
ეხლა ვიძრებით მამათი-ოზურგეთის მიმართულებით და შედეგად გაიჭრება მამათი-ოზურგეთის მონაკვეთი, შესაძლებელი გახდება ასევე ამ მიმართულებით მამათში შემოსვლა.
დილით დავწერთ მამათის საჭიროებებს.
დაგვჭირდება დამატებით მანქანები, რომლებიც დაგვეხმარებიან მამათში მოსახლეობის მხარდასაჭერად.
ერთად ყველაფერი გამოგვივა!
ძალა ერთობაშია!“_ აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში გვიან ღამით დავით ქაცარავამ გამოაქვეყნა.