29 და 30 ნოემბერს ქ თბილისში, ვ.დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიისა და სანზონის საფეხბურთო კლუბის ბაზებზე ჩატარდა ტურნირი “მეგობრობის თასი” 2013-2014 (მწვრთნელი რამაზი ასკურავა) და 2015-2016 (გოჩა კრასოტკინი) წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის. ოზურგეთლებმა, ორივე ასაკობრივ კატეგორიაში, მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება და ოზურგეთის მერცხალს ორი თასი შეემატა.