https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„უკანონო ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე  განხორციელებული რეპრესიული ზომების შეფასება“

17:34; 2.12.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

„ბოლო ოთხი დღე-ღამის განმავლობაში, თბილისში რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე იკრიბება, რათა გამოხატონ პროტესტი „ქართული ოცნების“ მორიგი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯისა და საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ.

პროტესტის საპასუხოდ, მიტაცებული არჩევნების შედეგად თვითგამოცხადებული, არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური ხელისუფლება უპრეცედენტო რეპრესიებს იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან სრულიად შეუთავსებელი არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

კერძოდ, აქციების მიმდინარეობის განმავლობაში გამოიკვეთა შემდეგი ხასიათის დარღვევები:

  1. პოლიციური ძალების არათანაზომიერი მობილიზება და მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა

მშვიდობიანი აქციის დაწყების პირველივე წუთებიდან, აქციის დაშლის, აქციის მონაწილეთა ცემისა და მათი უკანონო დაკავების მიზნით მობილიზებული იყო უპრეცედენტო მასშტაბის პოლიციური ძალები და ტექნიკა. აქციების დაშლის პროცესში მთავარი ფუნქცია დაკისრებული ჰქონდა და აქვს აშშ-ის მიერ სანქცირებულ, სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს (ე.წ. „რობოკოპებს“), რომლებიც პირველივე წუთებიდან აღჭურვილნი იყვნენ ჩაფხუტებით, ხელკეტებით, ფარებით, რეზინის ტყვიების სასროლი იარაღით, ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით. მათ ზურგს უმაგრებდა წყალსატყორცნი ტექნიკა. „სამართალდამცავთა“ უმეტესობას სახე მთლიანად აქვს დაფარული ნიღბით და მათ ფორმებზე არ არის არავითარი განმასხვავებელი ნიშანი. ეს გარემოება ართულებს და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ გამორიცხავს მათ იდენტიფიცირებას, რაც ახალისებს მათ მიერ დემონსტრანტებზე ძალადობას, რადგან აქვთ დაუსჯელობის განცდა.

  1. ძალადობის პროვოცირების მცდელობები

სამართალდამცავები გამუდმებით ცდილობდნენ აქციის მშვიდობიანი მონაწილეების პროვოცირებას – იყენებდნენ მათ წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, აგინებდნენ, ესროდნენ ქვებს, ცდილობდნენ მათთან ახლო კონტაქტში შესვლას და შეკრებილი ადამიანების რუსთაველის გამზირისაკენ ძალადობით ჩამოწევას. დრო და დრო აქციის მონაწილეთა მასაში შეჭრილი ჯგუფები იტაცებდნენ ცალკეულ პირებს და მიათრევდნენ პოლიციის კორდონების უკან, სადაც უმოწყალოდ, ჯგუფურად ცემდნენ ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით. გარდა ამისა, დაიდენტიფიცირდა აქციის მონაწილეთა შორის ე.წ. პროვოკატორები, რომლებიც ცდილობდნენ დაძაბულობის შექმნას და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების წინაპირობების შექმნას.

  1. მშვიდობიანი შეკრებების დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების უკანონობა
  • შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა: აქციის დაშლის გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილებების აღსრულების ფორმები წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. არ არსებობდა აქციის მონაწილეთა მიმართ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის, გამოყენების წინაპირობები. ამასთან, წყალსატყორცნი ტექნიკის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რაც თვალების წვას და სუნთქვის გართულებას იწვევდა.
  • აქციის მონაწილეებთან მოპყრობა: სამართალდამცავები სასტიკად ძალადობდნენ დემონსტრანტებზე, რომელთაგან არ მომდინარეობდა არავითარი საფრთხე. კერძოდ, ძირს აგდებდნენ აქციის მონაწილეებს და განზრახ ჯგუფურად სცემდნენ ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით, მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში ადგილებზე. პოლიციელთა მიერ ძალადობა ხორციელდებოდა დემონსტრაციულად, კამერების თვალწინ და ატარებდა დემონსტრანტების დასჯის ხასიათს. პოლიციელთა მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ოცამდე დემონსტრანტს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა.
  • უკანონო დაკავება: სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, დემონსტრანტებს უკანონოდ აკავებდნენ. აკავებნენ შემთხვევითი პრინციპით – ვინც ხელში მოხვდებოდათ, მათ შორის, მშვიდობიანად მდგარ პირებს. ბევრ მათგანს აკავებდნენ იმ დროს, როდესაც ისინი მშვიდად ტოვებდნენ აქციის ტერიტორიას. პროტესტის მონაწილეების დაკავება ხდებოდა მეტროსადგურებში, თეატრებში, მაღაზიებში. გასული ოთხი ღამის განმავლობაში სულ დაკავებულ იქნა 200-ზე მეტი დემონსტრანტი. დაკავებისას, სისტემურად ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილი სტანდარტები.
  • დაკავებულების ადგილსამყოფლის დამალვა და საპროცესო უფლებების დარღვევა: დაკავებულების დიდ ნაწილს უარს ეუბნებოდნენ მათ უფლებაზე – დაკავშირებოდნენ ახლობლებსა და ადვოკატებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი უკანონო პრაქტიკის შესაბამისად, მალავდა დაკავებულთა ადგილსამყოფელს და დაკავებულებს ახლობლები, ადვოკატები ეძებდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით დროებითი დაკავების სხვადასხვა იზოლატორში და პოლიციის განყოფილებაში. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით დაცული უფლებების უხეში დარღვევა.
  1. ჟურნალისტებზე მიზანმიმართული  თავდასხმა

აქციის მიმდინარეობის ყველა დღეს გამოიკვეთა ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმის, რეპრესიების, მათზე ნადირობის ფაქტები. საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ტელეოპერატორი გახდა პოლიციელთა სამიზნე. პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული). განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ძალადობა „ფორმულას“ წამყვან გურამ როგავაზე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილზე და ონლაინ მედია „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილზე რომლებმაც ძალადობის შედეგად, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს. თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ, ასევე, პირველი არხის, „რადიო თავისუფლების“, „პუბლიკის“ და მედიის სხვა წარმომადგენლები.

მოსალოდნელი სანქციები: საქართველოში უკვე ჩამოყალიბებული უკანონო პრაქტიკის თანახმად, სასამართლო დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე („წვრილმანი ხულიგნობა“) და 173-ე („სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“) მუხლების საფუძველზე, იყენებს მკაცრ სანქციბს, მათ შორის – ადმინისტრაციულ პატიმრობას.  ვინაიდან სასამართლო, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო და ინსტიტუტი უკანონო რეჟიმს  აქვს მიტაცებული, არ არსებობს დაკავებულთა მიმართ კანონიერი და  სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების მცირედი შანსიც კი.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფრთხე: საზოგადოების უფრო მეტად დაშინების მიზნით, ზოგიერთი დაკავებულის მიმართ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების რეალური საფრთხეც. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაწყებულია გამოძიება პოლიციელზე „თავდასხმისა“ (სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლი) და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი) ფაქტებზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურაც წარმოადგენს მმართველი პარტიის ხელში, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღს, ამ შემთხვევაშიც არ არსებობს კანონიერი გადაწყვეტილებების მოლოდინი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პროკურატურის დანაშაულებრივი უმოქმედობა: დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა. ამ სამსახურმა პოლიციელთა მიერ დემონსტრანტებზე განხორციელებული ორდღიანი ძალადობის შემდგომ გააკეთა განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ, თუმცა დღემდე ამ სამსახურის მიერ ფორმალურად დაწყებული გამოძიებებისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ სრულად უმოქმედობის პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს მოლოდინი, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და დანაშაულის ჩამდენი ე.წ. „სამართალდამცავები“ წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. სამწუხაროდ, უმოქმედობის თანამონაწილე და სამართალდამცავთა მიერ დანაშაულთა ჩადენის ხელშემწყობია საქართველოს პროკურატურაც, რომელიც გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ბერკეტის ქონის მიუხედავად, იყენებს დუმილის უფლებას ქვეყანაში ორდღიანი ძალადობის სერიების ფონზე და არ ახორციელებს არავითარ მონიტორინგს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე,

მოვითხოვთ:

  1. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტოს მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი ანგარიშსწორება. პოლიციელები დადგნენ ხალხის მხარეს და შეწყვიტონ უკანონო ბრძანებების შესრულება. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული დემონსტრანტი;
  2. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ზემოთ აღწერილი ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით, ასევე, ჟურნალისტების მიმართ დამატებით გამოძიება აწარმოოს 154-ე მუხლით (ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლით) და დროულად გადასცეს მასალები საქართველოს პროკურატურას შესაბამისი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად;
  3. საქართველოს პროკურატურამ განახორციელოს ეფექტური საპროცესო ხელმძღვანელობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებულ გამოძიებაზე ან სრული მოცულობით ჩაატაროს ამ საქმეებზე წინასწარი გამოძიება. დროულად მისცეს პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღეა სასტიკად უსწორდება რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან ადამიანებს. ასევე, მოვუწოდებთ პროკურატურას, შეასრულოს ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით მისთვის დაკისრებული ფუნქცია – გაუწიოს ზედამხედველობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული დაკავებების კანონიერებას და უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
  4. მოსამართლეებმა შეწყვიტონ სამართლებრივი მექანიზმების სადამსჯელო მიზნით გამოყენება და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება.
  5. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ფარულობის, საყოველთაოობის და სხვა არაერთი არსებითი დარღვევის ფონზე ჩატარებული არჩევნები და ბათილად ცნოს მისი შედეგები.

აქვე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას – გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი საქართველოში მიმდინარე რეპრესიული მოვლენების შესაჩერებლად, მათ შორის გამოიყენონ კონკრეტული პასუხისმგებელი პირების სანქცირების მექანიზმებიც.

არჩევნების გაყალბებით მოპოვებული ძალადობის შენარჩუნების მცდელობა სწორედ ამგვარია. ძალაუფლების მქონე პირები ყველა ფასით ცდილობენ ხელისუფლების მოპოვებას/შენარჩუნებას. აღნიშნულს წინ შეგვიძლია აღვუდგეთ ჩვენ, ქართველი ხალხი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მუდმივი და შეუდრეკელი პროტესტით დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი. საქართველო არის ქართველი ხალხი და არა არჩევნების გამყალბებელი დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც ძალის გამოყენების გარდა სხვა ბერკეტი და არგუმენტი არ გააჩნია“.

განცხადებას ხელს აწერენ:

საფარი;

საქართველოს მომავლის აკადემია;

საქართველოს ევროპული ორბიტა;

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

ყვარლის ევროკლუბი; ProActive Group Georgia;

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;

კანონის უზენაესობის ცენტრი;

სამოქალაქო იდეა პრევენცია პროგრესისთვის ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (Grass);

ქალთა ინიციატივების მხარდმჭერი ჯგუფი;

ევროპის ფონდი;

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT; საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი;

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;

~იმერეთის წარმომადგენლობა;

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი);

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;

ღია სივრცე კავკასია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);

უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი;

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია;

დემოკრატიის მცველები;

დაქალი;

საქართველოს სასამართლოს გუშაგი;

სოციალური სამართლიანობის ცენტრი;

უფლებები საქართველო (Rights Georgia);

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;

ქალები საქართველოდან;

აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

მწვანე ალტერნატივა;

ქალთა ფონდი საქართველოში;

თბილისი პრაიდი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026

"თქვენ, ბიძია, მე სავარჯიშო "გრუშა" ხომ არ გგონივართ?!" _ ადვოკატი ხელისუფლებას

სამტრედიაში ქვეყნის ევროპული საგარეო კურსის გადახვევას აპროტესტებენ

ყველა სიახლე

სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო