https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მეფის ჯალათი ერმოლოვი” _ კრიმინალი, რომელიც გურიაში მაზრის უფროსად მიავლინეს

4:09; 26.09.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ გურიას მაზრის უფროსად მიავლინეს კაპიტანი ერმოლოვი, ნამდვილი კრიმინალი, რომელმაც ბაქოში მსახურობისას სომეხ-თათართა ჟლეტის დროს დიდი ფული იშოვნა. ერთხელ ბაქოში ის ვალოდია გოგუაძეს შეხვდა და ხაზინის დაყაჩაღება შესთავაზა, რაზეც გოგუაძემ უარი განუცხადა. მეორე შეხვედრის დროს აჩვენა გურიაში გამოცემული პროკლამაციები, სადაც ეწერა: ,,გურიაში მოდის მაზრის უფროსად მეფის ჯალათი ერმოლოვი…» და გულისტკივილით აღნიშნა, ,,ჯერ არ ჩავსულვარ და რა ეპითეტებით მამკობენო”. შემდეგ კი რჩევა ჰკითხა გოგუაძეს, როგორ მოვიქცეო. ხალხს წესიერად მოეპყარი და არაფერს დაგიშავებენო, – ურჩია გოგუაძემ, მაგრამ ერმოლოვმა მისი რჩევა ყურად არ იღო. რევოლუციური მოძრაობის ჩასაქრობად ის ყველა ხერხს მიმართავდა, წვავდა და ანადგურებდა ეჭვმიტანილთა სახლებს, მათ ქონებას. ერმოლოვმა ,,გააბა კავშირი ტყეში გავარდნილ ქურდებთან და მთელი გურია ააწიოკა – გაძარცვა …ხალხი და მრავალი ციხე-ციმბირს გაგზავნა… ნაძარცვში თვითონ წილს იღებდა და ხალხს სჯიდა ვითომდა ყაჩაღების შენახვისათვის» –  იგონებდა გოგუაძე. ბათუმის კომიტეტმა მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. ტერორისტული აქტი გურიის ფარგლებს გარეთ უნდა განხორციელებულიყო, რათა მოსახლეობისათვის ეგზეკუცია და დარბევა აეცილებინათ.

1907 წლის 5 აგვისტოს კაპიტანი ერმოლოვი ვითომდა გუბერნატორის მიერ გაგზავნილი ყალბი დეპეშით გაწვეულ იქნა ბათუმში, სადაც ტერორისტებმა დათა ქადეიშვილმა და ვარდენ თიკანაძემ მას ბომბი ესროლეს. ერმოლოვი დაიჭრა, ხოლო ხანგრძლივი ურთიერთსროლის შედეგად ხელში დაჭრილი ,,სივაჟკაცით და პატიოსნობით» (ბაჭუა კუპრაშვილის სიტყვებია) განთქმული მენშევიკი თიკანაძე კაზაკებმა შეიპყრეს (მსგავსი უშედეგო თავდასხმები ტერორისტული აქტების თანამდევი და განუყოფელი ნაწილი იყო. ოზურგეთელ პოლიციელზე დიმიტრი მგელაძეზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს ოზურგეთსა და ბათუმში, მაგრამ ის ყოველთვის ცოცხალი რჩებოდა და მათ დევნას აგრძელებდა. ცნობილ პრისტავ ლოლაძეს ხუთჯერ დაესხნენ თავს).

დაჭრილმა ერმოლოვმა ფოტოს მეშვეობით დათა ქადეიშვილი ამოიცნო. სოციალ-დემოკრატი, ნასაკირალის ბრძოლის მონაწილე ქადეიშვილი ცნობილი ტერორისტი და პარტიის სასარგებლოდ ფულის შემგროვებელი რეკეტირი იყო, მას ხელისუფლება მრავალ დანაშაულში სდებდა ბრალს, მათ შორის სოხუმში პრისტავ სკორიკოვისა და ქალაქისთავის მოადგილის კორციცის მკვლელობაში (სხვა მონაცემებით, ეს ანარქისტმა ალექსანდრე მირონოვმა ჩაიდინა), მატარებლის გაძარცვასა და სხვა ტერორისტულ აქტებში…

ცოტა ხანში კაპიტანი ერმოლოვი, რომელიც მთავრობამ აზიაში სამსახუროდ გადაიყვანა, რკინიგზის სახაზინო ფულის გატაცებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. საქმის ვითარება კი ასეთი იყო: 1909 წლის 10 იანვარს ბაქოდან ქალაქ კრასნოვოდსკში მატარებლით მილიონი ქაღალდის მანეთი მიჰქონდათ. ვაგონს ყოველი მხრიდან გაძლიერებული დაცვა იცავდა. აშხაბადამდე ვაგონის კარი მხოლოდ ერთხელ გააღეს. როცა მატარებელი აშხაბადში ჩავიდა, აღმოაჩინეს, რომ ვაგონის კედელი გახვრეტილი იყო და ფულის ტყავის ტომარაც გაჭრილი. დათვლისას გამოირკვა, რომ ვაგონიდან 469 500 მანეთი დაიკარგა. პოლიციას მოუვიდა შეტყობინება, რომ ფულის გამტაცებლები თბილისში იმყოფებოდნენ. დაადგინეს მათი ვინაობა და 14 კაცი დააპატიმრეს, მათ შორის კაპიტანი ერმოლოვიც. საინტერესოა, რომ, სხვა დაპატიმრებულებისაგან განსხვავებით, მთავრობის წინაშე დამსახურებების გამო ერმოლოვი პრივილეგიებით სარგებლობდა – მას მხოლოდ უიარაღო ჯარისკაცი დაჰყვებოდა, გარეთაც თავისუფლად დასეირნობდა და როგორც ამბობდნენ, კაპიტანს დიდი იმედი ჰქონდა, რომ გაამართლებდნენ. გაზეთი `მნათობი~ (1911 წ., #61) წერდა: ,,გუშინ… ოლქის სასამართლომ თავისი განაჩენი გამოაცხადა ასხაბადში გატაცებული ფულის შესახებ. დამნაშავეთ იქნენ ცნობილი… კაპიტანი ერმოლოვი და პორუჩიკი ოთხმეზური. მათ სასამართლომ ღირსების აყრა და ოთხ-ოთხი წლით პატიმართა გამასწორებელ რაზმში გაგზავნა გადაუწყვიტა…»

რაც შეეხება ერმოლოვზე თავდასხმაში ზემოთ ნახსენებ მეორე მონაწილეს, ვარდენ თიკანაძეს, მან მოახერხა ბათუმის ციხიდან გაქცევა (ვარდენ თიკანაძე სტალინის ,,ბაევაია დრუჟინას” ერთ-ერთი აქტიური წევრის ელისე ლომინაძის ძუძუმტე ყოფილა. ის სულ პატარა იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. მისი აღზრდა უფროსმა ძმამ და დედინაცვალმა მზეხამ, ლომინაძის ქვრივმა იკისრა, რომელსაც საკუთარი ორი შვილი – ხუთი წლის ელისე და სამი წლის მიხაკო ჰყავდა. გადმოცემით 1905 წლის რევოლუციის დროს ისინი მხარდამხარ იბრძოდნენ. საპირველმაისოდ თურმე ბათუმიდან მშობლიურ მაკვანეთში წითელი დროშა ამოუტანიათ და აუფრიალებიათ). ის სპარსეთში გაემგზავრა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1908 წელს ბათუმში დაბრუნდა, რათა სპარსეთში იარაღი და დამხმარე ძალები გაეგზავნა. უკან დაბრუნებისას თიკანაძე ბაქოში დააპატიმრეს. ხანგრძლივმა გამოძიებამ ვერ დაადგინა მისი ვინაობა და ის ასტრახანის ციხეში გადაიყვანეს. მისდა საუბედუროდ, იმავე ციხეში იჯდა კაპიტანი ერმოლოვი, რომელმაც მაშინვე იცნო თავდამსხმელი თიკანაძე და ციხის ადმინისტრაციას შეატყობინა. თიკანაძე სასწრაფოდ ბათუმში გადაიყვანეს. 1910 წლის დეკემბერში, როდესაც თიკანაძე სასამართლოში მიჰყავდათ, ის ბადრაგს გაექცა, მაგრამ ტუსაღის სამოსში გამოწყობილმა დამალვა ვერ მოახერხა. მას ბრალი წაუყენეს მრავალი ტერორისტული აქტის ჩადენაში, ერმოლოვზე თავდასხმასა და სპარსეთის რევოლუციაში მონაწილეობაში და მიუსაჯეს ჩამოხრჩობა, რომელიც სისრულეში მოიყვანეს 1911 წლის 15 იანვარს…

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

უჩვეულო ქორწილი

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო