“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანების გვერდით დგომა და სიყვარულია“, _ წერს სოციალურ ქსელში გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გუშინ, მის მიმართ მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავნდნენ მადლობას უხდის:
“არ ვიცი, როგორ ვთქვა ბოლომდე ის, რისი თქმაც მთელი გულით მინდა _ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანების გვერდით დგომა და სიყვარულია!
მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს, სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის!
მიყვარხართ მთელი გულით, მადლობა!“, _ წერს მერაბ ჭანუყვაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მერაბ ჭანუყვაძე თანამდებობიდან გადადგა. ამ ინფორმაციას საზოგადოების დიდი ნაწილის გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.
მოგვიანებით, პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ჭანუყვაძე თანამდებობაზე რჩებოდა.
გურულებს და არა მარტო გურულებს, არც ეს განცხადება დაუტოვებიათ კომენტარების გარეშე _ ფეისბუქის მომხმარებლებმა პრემიერს გადაწყვეტილება მოუწონეს და საზოგადოების აზრის გათვალისიწნებისთვის მადლობაც საჯაროდ გადაუხადეს.
ამავე თემაზე: “დაგვრჩა მარტო ფაროსანა” _ რას წერენ გურიის გუბერნატორის გათავისუფლებაზე სოციალურ ქსელში
პრემიერის საგანგებო ბრიფინგი _ მერაბ ჭანუყვაძე თანამდებობაზე რჩება