სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობ, რის გამოც სამართალდამცველები მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს არ აკავებენ.
როგორც გვარამია წერს, სუბელიანის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის, ქურდებთან მოლაპარაკების, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტპატიმრების უკანონო მოსმენის ამსახველი ვიდეომასალა აქვს და ის ქვეყნიდან თურქეთში, მისმა სიმამრმა ბორის კაკუბავამ გაიტანა.
“რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს? ჩვენი წყაროს ცნობით, ამ ყველაფერზე მას უკვე აქვს წერილობითი ვრცელი ჩვენებები დაწერილი და დიდი ბაინდერით აქვს მის სიმამრ ბორის კაკუბავას თურქეთში წაღებული, თანდართული ვიდეომასალებით:
1. ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხი;
2. ქურდებთან მოლაპარაკება – საარჩევნო მხარდაჭერა გაიცვალა ქურდების კორიდორში და ზონაში ობშიაკის აღდგენაში;
3. ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტპატიმრების დაზეტვა (უკანონო მოსმენა და თვალთვალი) და მათი ადვოკატებთან საუბრების უკანონო ჩაწერა.
აი ასე”, _ წერს გვარამია.