მერია იმ მოქალაქეებს, რომლებიც პიკის საათში ავტომობილით მგზავრობაზე უარს იტყვიან, ფულს გადაუხდის.
ინიციატივა საფრანგეთის ქალაქ ლილის მერიამ გააჟღერა.
პირადი სარგებლობის ტრანსპორტზე უარის თქმის შედეგად თვეში 80 ევროს გამომუშავება იქნება შესაძლებელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასე ლილის მერია საცობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს.
საპილოტო ექსპერიმენტში 5000 მძღოლი მიიღებს მონაწილეობას. 07:00-09:00 და 16:30-18:30 საათებში მათი ავტომობილების გადაადგილებას მერია GPS-ტრეკერის საშუალებით დააკვირდება. ერთ მგზავრობაზე უარის თქმის შემთხვევაში მძღოლი 2 ევროს მიიღებს, რაც დღეში 4 ევროს, თვეში კი 80 ევროს შეადგენს.
მერიაში აცხადებენ, რომ საცობების რაოდენობა და მასშტაბი საგრძნობლად შემცირდება, თუ ავტომობილების მძღოლთა 6% მაინც პიკის საათში მგზავრობაზე უარს იტყვის.
პრაიმტაიმი