https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მერიის მიერ რეაგირების გარეშე დარჩენილი კანონდარღვევები _ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

9:06; 5.06.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში უკანონო მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ცხადჰყოფს, რომ მერიაში ამის შესახებ ყველაფერი იციან, თუმცა, ადგილობრივების თქმით, “კიდიათ”.

ამ “დაკიდების” ფონზე კი შავიზღვისპირეთში შენდება სახლები, სასტუმროები, მდიდრდებიან ბიზნესმენები და ზარალდება მუნიციპალიტეტი, რომლის ბიუჯეტშიც ჯარიმები თანხა არ შედის.

არის თუ არა ამის მიზეზი, როგორც ჩვენი წყარო ამტკიცებს, “ატკატები”,  ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს _ როგორც ვწერდით, ურეკში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე, მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უმოქმედობაზე, ოზურგეთის მერისა და ვიცემერის სიტყვიერ ბრძანებაზე, რომ ამ ყველაფერზე “თვალი დახუჭონ” , აჭარის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 332-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა მერიის ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომელმა გენადი კიშინსკიმ, რომელმაც, ჩვენი ინფორმაციით, ჩვენება დოკუმენტაციითა და ჩანაწერებით გაამყარა.

კიშინსკი მედიასთან არ საუბრობს, თუმცა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ მის ხელთ არსებული მასალები ადასტურებს, თუ როგორ და ვინ მფარველობს უკანონო მშენებლობის მესაკუთრეებს.

სანამ პროკურატურა დეტალებს ადგენს, მანამ “გურია ნიუსმა” რამდენიმე უკანონო მშენებარე და დასრულებული ობიექტი იპოვა.

ერთ-ერთი სასტუმრო “კოლხიდას” მეპატრონეს ხათუნა ლაგაზიძეს ეკუთვნის. როგორც მერიის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი შუქრი გაბრიჩიძე ამბობს, მშენებარე ობიექტის მეპატრონესთან დაკავშირება ვერ მოახერხა:

_ უკანონო მშენებლობა რომაა, ვიცით, თუმცა, მეპატრონესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ხათუნა ლაგაზიძის მეუღლეს, ამირან ჩხაიძეს სიტყვიერად ვუთხარი, რომ უნდა შეაჩეროს მშენებლობა, ნებართვა აიღოს და შემდეგ გააგრძელოს. ასე მარტივად არ ხდება ეს ყველაფერი, _ ამბობს გაბრიჩიძე და გვიმტკიცებს, რომ “კოლხიდას” ეზოში უკანონო მშენებლობაზე საქმის წარმოება აპრილში დაიწყო, თუმცა, კითხვაზე _ ამ დრომდე რატომ არ აქვს შესაბამისი აქტი გაფორმებული, პასუხს ვერ გვცემს:

_ დაჯარიმება მარტივად არ ხდება. ბევრი პროცედურაა გასავლელი, რომ სასამართლომ არ გამამტყუნოს. ზოგჯერ მეპატრონეებს საერთოდ ვერ ვპოულობთ, _ ამბობს გაბრიჩიძე.

თუმცა, მისგან განსხვავებით, ჩვენ ადვილად მოვახერხეთ ხათუნა ლაგაზიძესთან დაკავშირება. ბიზნესმენი ამბობს, რომ სასტუმროს ეზოში არსებული შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

_ ჩემთან არსებული ფართის რესტავრაცია მიდის, უფრო სწორად რეკონსტრუქცია და არა 110-მეტრიან ზოლში, _ გვითხრა ლაგაზიძემ და კითხვაზე, არის თუ არა მათ მიერ დაწყებული მშენებლობა უკანონო  და ამ დრომდე გაუგზავნა თუ არა მერიამ შეტყობინება, ასე გვიპასუხა: “მოგწერეთ”.

მოგვიანებით, ლაგაზიძეს “კოლხიდას” ეზოში მშენებარე ობიექტის ფოტოც გავუგზავნეთ და ვთხოვეთ დაედასტურებინა, იყო თუ არა ეს ის ობიექტი, რომელზეც მისი თქმით, რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, თუმცა, მან ეს გზავნილი უპასუხოდ დატოვა. ეს იმ დროს, როცა ობიექტზე მშენებლობა მიმდინარეობდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა მერიის ზედამხედველობის განყოფილებისთვის ცნობილი იყო:

_ როგორც გითხარით, სიტყვიერად უკვე ვუთხარი ამირან ჩხაიძეს და მალე დავიბარებთ და ოფიციალურ გაფრთხილებასაც გადავცემთ. “კოლხიდას” მფლობელებმა იციან, რომ მშენებლობა ნებართვის გარეშე არ უნდა გააგრძელონ, _ გვითხრა გაბრიჩიძემ.

ხათუნა ლაგაზიძისგან ობიექტისგან განსხვავებით, უკვე დასრულებული აქვს მშენებლობა სოფელ ნატანების ყოფილ დეპუტატს დავით სიხარულიძეს _ მას ხის 8 კოტეჯი აშენებული და როგორც დავაზუსტეთ, გაქირავებულიც აქვს.

გაირკვა, რომ გაბრიჩიძემ ესეც კარგად იცის და უფრო მეტი _ ამის შესახებ ინფორმაციას გასული წლის დეკემბერში ფლობდა:

_ დათოს არაერთხელ ვესაუბრე. იცის, რომ ობიექტი უნდა დაანგრიოს, _ ამბობს მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

კითხვაზე, რატომ შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით და რატომ არ იმოქმედა კანონის შესაბამისად, გაბრიჩიძეს საკმაოდ უცნაური პასუხი აქვს:

_ რეალურად სხვაზეა გაფორმებული. იმ ადამიანმა ოპერაცია გაიკეთა და რა მექნა?

_ კანონი რომ დაირღვა, ამის შესახებ ხომ იცით?

_ კი და შესაბამისად ვმოქმედებთ.

_ ბატონო შუქრი, ამბობთ, რომ 6 თვეა ინფორმაცია გაქვთ კანონდარღვევის შესახებ და ამის აღმოსაფხვრელად არაფერი გაგიკეთებიათ.

_ კაცი ავად იყო, ოპერაცია გაიკეთა.

_ ხვდებით რომ ეს დანაშაულია და რომ ამით ბიუჯეტი აზარალეთ?

_ მე ვესაუბრე დავით სიხარულიძეს. ამ დღეებში ჩამოვა და ობიექტს დაშლიან.

_ როდის ესაუბრეთ?

_ სამი დღის წინ. მგონი. შაბათს.

_ მას შემდეგ, რაც ჩვენ პირველი სტატია მოვამზადეთ და გაიგეთ, რომ გამოძიება იყო დაწყებული. მანამდე რას აკეთებდით?

_ ვაწარმოებდით მოკვლევას. ყველაფერი ასე არ ხდება, როგორც თქვენ გგონიათ. კანონს არ ვარღვევთ.

_ ვინ გავალებდათ, რომ უკანონო მშენებლობებზე რეაგირება არ მოგეხდინათ?

_ არავინ არაფერს მავალებს. მე კანონის შესაბამისად ვმოქმედებ. ვერ მივალ და კაცს პირდაპირ ვერ დავაჯარიმებ. ჯერ უნდა გავაფრთხილო, გონივრული დრო მივცე.

_ და დავით სიხარულიძის შემთხვევაში გონივრული დრო 6 თვეა?

_ კარგით რა, თქვენ თუ მიზეზს ეძებთ, თქვით! ან რომ წერთ კიშინსკის ეჩხუბაო, რა მაქვს მასთან საჩხუბარი? _ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა გაბრიჩიძემ და ჩვენი თხოვნაზე, ერთად შეგვემოწმებინა ობიექტები და სიმართლეც გაგვერკვია, უარი გვითხრა:

_ მე ყველაფერი ვიცი და კანონის შესაბამისად მოვიქცევი, _ ამ სიტყვებით დაასრულა საუბარი გაბრიჩიძემ.

რა იცის მან და კონკრეტულად ვისი დავალებით აკეთებდა ამ ყველაფერს, გამოძიების დასადგენია, რომლის პარალელურად, “გურია ნიუსი” კიდევ იმ 12 პირს ადგენს, რომელთა მიერ გახორციელებულ უკანონო მშენებლობაზე ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის განყოფილებას რეაგირება არ მოუხდენია.

პ.ს. ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე კომენტარი ოზურგეთის ოზურგეთის მერისგან და ვიცე მერისგანაც იგვეღო, თუმცა, უშედეგოდ. არცერთმა მათგანმა “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჩვენი ზარი უპასუხოდ დატოვა მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე მგელაძემაც.

ამავე თემაზე: “ნათესაური კამათი” თუ “ხელჩართული ჩხუბი” ზღვისპირეთში უკანონო მშენებლობებზე თვალის დახუჭვის გამო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ზაზა დამენიას სახელობის თასი

დღეში ოთხი ან მეტი ჭიქა ჩაის დალევა ამცირებს დიაბეტის გაჩენის რისკს

ყველა სიახლე

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7.02.2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები   

10:32; 7.02.2026
ზაფრანი

რემონტი და ზოდიაქოს ნიშნები

10:31; 7.02.2026
ზაფრანი

სისუფთავე და ასტროლოგია   

10:29; 7.02.2026
სამართალი

“სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა” _ რა მოხდა გურიაში

10:26; 7.02.2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7.02.2026
სამართალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს _ მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

10:11; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო