არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენისა“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
34 წლის ლიონელ მესის კარიერაში „ოქროს ბურთი“ მანამდე 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში აქვს მიღებული.
1956 წლის შემდეგ პირველად, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია არ გამართულა.