მესტიაში, სოფელ ლენჯერში, 13 წლის მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება,- ამის შესახებ „გურია ნიუსს“ დაკარგული ბიჭის ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა გაუნცხადა. ილია ფილფანს უკვე მეხუთე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.
შეგახსნებეთ, მოზარდი სახლიდან 18 ივლისს, დილის 11 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
დაკარგულის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

































































