ამ წუთებში მეტროთი გადაადგილება მგზავრებს მეტროსადგურ “სამგორამდე” შეუძლიათ _ ამის შესახებ “გურია ნიუსს”თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
“მეტრო სადგურ “ვარკეთილში” ჩამოწვა შეკიდული ჭერის კონსტრუქცია. 7-მა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, რომელთაგან სიცოცხლისთვის საშიში არც ერთი არ არის. ისინი გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. მატარებელი იმოძრავებს მეტრო სადგურ “სამგორამდე”, ხოლო “ვარკეთილში” მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,_ აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
ამავე თემაზე: