ამ წუთებში, თბილისში, მეტრო „რუსთაველთან“ ცხოველებისადმი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ცხოველების უფლებადამცველები, ა(ა)იპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA აქციას მართავენ.
ისინი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის გამკაცრების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს ყოველწლიურად ცხოველთა დამცველები მრავალ ქვეყანაში „მსოფლიო ცხოველთა დღეს“ აღნიშნავენ.
ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 1931 წელს ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე ფლორენციაში მიიღეს.
როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს კათოლიკე წმინდანის ფრანცისკ ასსიზელის გარდაცვალების დღეა. ის ცხოველების დამცველად და მფარველად ითვლებოდა, რის გამოც 4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის დღედ აირჩიეს.