ამერიკული გაზეთის The Washington Post-ის ცნობით, ახლო მეგობრობა გენეტიკურ მსგავსებას ეფუძნება.
ადრე ითვლებოდა, რომ მეგობრები ერთმანეთს გარეგნობით გვანან. ახლა კი ირკვევა, რომ მსგავსება არის გენეტიკურიც.
ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსგავსი გენეტიკური მარკერების რაოდენობა ორ ახლო მეგობარს შორის ისეთივეა, როგორიც მე-6 თაობის სისხლით ნათესავებს შორის.
„მეგობრები არამარტო გარეგნულად, გენეტიკურადაც ჰგვანან“, – აცხადებენ კვლევის თანაავტორი ნიკოლას კრისტაკისი იელის უნივერსიტეტიდან. გენეტიკურმა მსგავსებამ შესაძლოა გამოიწვიოს მაგალითად სუნის მსგავსი აღქმა.
ეს შედარებით სუსტი გენეტიკური მსგავსება პირველმა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს ფაულერმა შენიშნა. მან აღნიშნა, რომ საუბარია გენეტიკური მარკერების მხოლოდ 1%-ზე, თუმცა ეს მაჩვენებელი ძალზე მნიშვნელოვანია ევოლუციის თეორიისათვის. მეცნიერთ აზრით, ადამიანთა სოციალური კავშირები ემყარება მსგავსების პრინციპს, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანთა ევოლუციაში.
ავტორი