“ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით, სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის საპროექტო სამსახურის წარმომადგენლები და გეოლოგები”,_ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარდა ამისა, საავტომობილო გზების ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია; უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
“ტერიტორიაზე ასევე აქტიურად მუშაობენ მეკლდეურები, მობილიზებულია სპეციალური მძიმე ტექნიკა; ადგილზე იმყოფებიან როგორც კონტრაქტორი კომპანიის, ისე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


































































